Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 66

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 66. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:მაუწყებლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები ამ პროგრამების კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ეს პროგრამები სამაუწყებლო ბადეში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესების დაცვით.

2.საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პროდუქტს აქვს ნიშანდება „საინფორმაციო“, „საგანმანათლებლო“ ან მასზე მითითებულია შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დაცვით.

3.დაუშვებელია იმ ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლებიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.

4.დაუშვებელია იმ ფილმის, კომპიუტერული თამაშის ან სხვა აუდიოვიზუალური პროდუქტის ბავშვისთვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს.

5.იმ ჩაწერილი ფილმის ან თამაშის ინფორმაციის პროგრამირებული მატარებელი ან ფოტოფირი, რომლის ჩვენება, გადაცემა და გამრავლება შესაძლებელია, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს ნიშანდება „საბავშვო“.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნიშანდება თვალსაჩინოდ უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაციის მატარებლის ფრონტალური ეტიკეტის მარცხენა ქვედა კუთხეში 1200 მმ 2 ფართობზე, ხოლო ფოტოფირის შემთხვევაში − 250 მმ 2 ფართობზე. უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს ნიშანდების შინაარსის, სიდიდის, ფორმისა და ფერის მარეგულირებელი ნორმები და დააწესოს ამ ნორმებიდან გამონაკლისები.

7.აკრძალულია ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონში ან კაფეში ღამის 22 საათიდან დილის 8 საათამდე. სრული შეზღუდვა მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ სივრცეში არ არის უზრუნველყოფილი ბავშვისთვის პორნოგრაფიული ან სხვა მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.

8.ინფორმაცია ინტერნეტგვერდზე უნდა განთავსდეს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმებისა და ამ პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსების წესების დაცვით.

9.ინტერნეტმიმწოდებელი (ინტერნეტპროვაიდერი) ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით დაბლოკოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა.

10.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკაში ან ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ინტერნეტქსელი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დაწესებულებაში დანერგილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები).

11.მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

12.ინტერნეტსალონში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ინტერნეტქსელის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობის, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის, საჯარო კინოჩვენების, ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებული მატარებლებისა და არამოგებიანი სათამაშო ელექტრომოწყობილობის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს და შესაბამის სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახური.

13.ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსება წესრიგდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მაუწყებლობის უფლებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №12

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 40ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბავშვისთვის მიწოდების აკრძალვა
  • 68მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის გარანტიები
  • 71ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა

მაუწყებლობის შესახებ

  • 56¹მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა
  • 53განრიგი და კლასიფიკაცია
  • 45⁴ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები არასათანადო ვიდეორგოლის, პროგრამისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით

საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ

  • 9ინფორმაციის გავრცელება

რეკლამის შესახებ

  • 14არასრულწლოვანთა დაცვა რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს
  • 8²თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 6ბავშვთა დაცვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 172⁹ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისათვის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა
  • 144¹¹ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
172⁹144¹¹148²56¹5345⁴6406871966
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს კანონი ოჯა…რეკლამის შესახებადრეული და სკოლამდელი …საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026