Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვის უფლებათა კოდექსიმუხლი 67

ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 67. საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისას ბავშვის უსაფრთხოების დაცვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:სპონსორობაღონისძიებებიღონისძიების პასუხისმგებლობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორი ვალდებულია ბავშვსა და მის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ამ ღონისძიების მიზნების, დაგეგმილი აქტივობებისა და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.

2.საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ამ ღონისძიების მონაწილეთა შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების, ღონისძიების ინსტრუქტორის, ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდველის კვალიფიკაციის, სატრანსპორტო საშუალების გამართულობისა და ბავშვის განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ.

3.თუ ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირებისას დროებითი განთავსების ადგილებზე და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორმა არ უზრუნველყო ექიმის ან ექთნის 24-საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას იღებენ, უნდა იყოს სულ მცირე 1 სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი.

4.სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ბავშვთა ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება სანიტარიული პირობების დაცვით უნდა განახორციელოს. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისას სანიტარიული წესების დაცვის კონტროლის განხორციელების წესი და მათი დამრღვევის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5.საჯარო ღონისძიების ფარგლებში გამოყენებულ კვების ობიექტზე დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საკვები პროდუქტები უნდა იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ჰიგიენურ ნორმატივებს. კვების ობიექტზე სანიტარიული წესების დაცვის კონტროლის განხორციელების წესი და მათი დამრღვევის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6.საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახური. საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს მისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7.სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საგზაო მოძრაობისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების დაკისრებას.

წინა მუხლი 66შემდეგი მუხლი 68

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ღონისძიების დაზღვევა და პასუხისმგებლობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ნებართვასერვისის გვერდი
  • საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასერვისის გვერდი
  • ღონისძიებების ნებართვები და ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 46ბავშვის სოციალური დაცვის უფლება
  • 41ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლება
  • 45ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების სტანდარტებთან შესაბამისობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 15საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 3—
  • 24—
  • 27—

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 20საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა
  • 26დამატებითი მოთხოვნები ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 6ბავშვთა დაცვა
  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • 5—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15532427202661746414567
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის უსაფრ…კონვენცია ბავშვის უფლე…საგზაო მოძრაობის შესახ…ბავშვის უფლებათა კოდექ…ადრეული და სკოლამდელი …შეკრებებისა და მანიფეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025