ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 68. მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის გარანტიები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ბავშვის აღზრდისთვის შესაფერისი კულტურული გარემოს შექმნისა და ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ.

2.სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ტელე- და რადიომაუწყებლების მიერ გონივრული პერიოდულობით ისეთი გადაცემების მომზადებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

3.ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან, აზარტული თამაშობისგან, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის, აგრეთვე საჯარო სივრცესა და მედიასივრცეში ბავშვის დაცვის საკითხები წესრიგდება ამ კოდექსითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. თავი X ბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13356¹1931761762152771268
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…მაუწყებლობის შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…ადრეული და სკოლამდელი …ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა