ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 71. ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში ან სასამართლო პროცესში მონაწილე ბავშვის პერსონალური მონაცემები, რომლებითაც შეიძლება გამჟღავნდეს ან არაპირდაპირ მიეთითოს ბავშვის ვინაობა (გამოსახულება, ბავშვის ან მისი ოჯახის წევრების დეტალური აღწერა, სახელები, მისამართები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და მსგავსი ინფორმაცია).

2.დაუშვებელია, რაიმე ფორმით, მათ შორის, მედიის საშუალებით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა შემცველი ისეთი დოკუმენტი ან ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ბავშვის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენებას, ბავშვის მიმართ ან მის მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევას, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ან ღარიბი ოჯახის სოციალური დახმარების ან საქველმოქმედო პროგრამაში ბავშვის მონაწილეობას და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა, მსგავსი შინაარსის ინფორმაციას.

3.ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგებას და განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მართლმსაჯულებისა და სხვა სფეროებში ადგენს ერთიან სტანდარტებს ბავშვის უფლებათა საკითხებზე საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4418¹162012136844670141271
მნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს ზოგადი ადმ…სამართალდაცვით სფეროში…კანონთან კონფლიქტში მყ…ბავშვის უფლებათა კოდექ…კონვენცია ბავშვის უფლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა