საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 33. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, პროგრამის „26 02 02 – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში 2025 წელს მიღებული საქონლისა და მომსახურების დაფინანსება განახორციელოს ამ კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან.

2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით იურიდიული კომპანიებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯების, მოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების საწარმოებლად იურიდიული მომსახურების შესყიდვის, არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყანაში არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების საქმეების უცხო ქვეყანაში წარმოებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების, საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათთან დაკავშირებული გადასახადების დაფინანსება, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფინანსება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
491222¹4449191257787302933
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის საერ…ბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის სფერ…კანონთან კონფლიქტში მყ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა