ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 99. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს: ა) 2019 წლის 1 ნოემბრამდე − ამ კოდექსის იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება; ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება.

2.2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება; ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი; ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გ) შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა.

2¹.საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება.

3.2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი პროგრამები; ე) ბავშვის ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამები; ვ) ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები; ზ) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული პირის მხარდაჭერის პროგრამა.

4.2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის განათლების ხელშემწყობი პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი პროგრამები; ე) სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები.

5.2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება.

6.2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უზრუნველყონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრა.

7.2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება.

8.2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

9.2020 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელოს მის მიერ მომსახურების გაწევისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2924 – ვებგვერდი, 25.05.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №259 – ვებგვერდი, 06.02.2025წ. თავი XIV დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 6 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
632421171014964908983372999
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…შეზღუდული შესაძლებლობი…გარემოსდაცვითი შეფასებ…ბავშვის უფლებათა კოდექ…ქალთა მიმართ ძალადობის…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა