„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 4. - შეთანხმების აღსრულების კომპეტენცია
1. საქართველოში წინამდებარე შეთანხმების აღსრულებაზე კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ საქართველოს პროკურატურა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. ევროჯასტის ფარგლებისა და ევროჯასტის გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, რელევანტური ეროვნული წევრები და კოლეჯი არიან შეთანხმების აღსრულებაზე კომპეტენტური პირები.
