„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 9. - სამოქმედო და სტრატეგიული შეხვედრები
1. მეკავშირე პროკურორს, მის დამხმარეს და საქართველოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს, მათ შორის ევროჯასტთან საკონტაქტო პირს, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სამოქმედო და სტრატეგიულ შეხვედრებში ევროჯასტის პრეზიდენტის მოწვევითა და ეროვნული წევრების თანხმობით.
2. ეროვნულ წევრებს, მათ მოადგილეებს და დამხმარეებს, ადმინისტრაციის დირექტორს, ევროჯასტის პერსონალს შეუძლიათ, დაესწრონ შეხვედრებს, რომლებიც ორგანიზებულია მეკავშირე პროკურორის ან საქართველოს სხვა კომპეტენტური ორგანოს, მათ შორის ევროჯასტთან საკონტაქტო პირის მიერ.
