წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 27. ეროვნული კომისიის კომპეტენცია მომსახურების სფეროში

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილისალომე ოსეფაშვილი

1.ეროვნული კომისია საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ კანონით.

2.პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობას არეგულირებს ეროვნული კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3.წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროში ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად; ბ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება; გ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა; დ) წყლის მიწოდების წესების დამტკიცება, რომლებიც არეგულირებს პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს; ე) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება; ვ) პირველადი წყალმოსარგებლის მიერ ამ კანონის ან ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრება; ზ) პირველადი წყალმოსარგებლის რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა; თ) პირველადი წყალმოსარგებლისთვის, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის შესასრულებლად სავალდებულო სამართლებრივი აქტის დამტკიცება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სათანადოდ შესრულებისთვის; ი) პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) პირველადი წყალმოსარგებლის ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე.

4.ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველადი წყალმოსარგებლის მიერ მომსახურების გაწევის წესების დარღვევის შემთხვევაში წერილობით გააფრთხილოს იგი ან დააკისროს მას  5 000 ლარიდან 75 000 ლარამდე ჯარიმა. ამ დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ეროვნული კომისია უფლებამოსილია პირველად წყალმოსარგებლეს გაორმაგებული ჯარიმა დააკისროს. საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 19 მაი. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2115151632952842917627
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…ენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…ადგილობრივი თვითმმართვ…სასმელი წყლის მიწოდები…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა