განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 17. ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისგან მიღებული ენერგია, მიუხედავად იმისა, ნედლეულის კულტივაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა თუ მისი ფარგლების გარეთ, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზნებისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმები: ა) ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებთან დაკავშირებით ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა; ბ) განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ ვალდებულებასთან შესაბამისობის განსაზღვრა; გ) ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მოხმარებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიღების უფლებამოსილება.

2.ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო, აკვაკულტურის, მეთევზეობისა და სატყეო ნარჩენების გარდა, სხვა ნარჩენებისგან წარმოებული ბიოსაწვავი და ბიოსითხეები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნებისთვის გასათვალისწინებლად უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
981017118151366417
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…რადიაციული დაცვის, ბირ…ნიადაგების კონსერვაციი…სავალდებულო სერტიფიცირ…შენობების ენერგოეფექტუ…სურსათის/ცხოველის საკვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა