რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

მუხლი 64. ბირთვული დაცულობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბირთვული დაცულობის მიზანია ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვა ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების უარყოფითი შედეგებისგან.

2.ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებები უნდა შემუშავდეს, დაიგეგმოს და განხორციელდეს კომპლექსურად, რათა ბირთვული დაცულობის ღონისძიებებმა არ დააზიანოს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პირიქით.

3.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეფექტიანი ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმის შექმნას, ფუნქციონირებასა და სტაბილურობას დაცულობასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან აცილების, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით.

4.ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმით უნდა ჩამოყალიბდეს: ა) პირობები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რადიოაქტიური მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს უკანონო დაუფლების შესაძლებლობას და საბოტაჟის შემთხვევებს; ბ) დაკარგული ბირთვული მასალის ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ტექნიკური დახმარების გაწევის, ინფორმაციის მიწოდებისა და საბოტაჟის შედეგების მაქსიმალურად შემცირების ღონისძიებები, ასევე აღმოჩენილი მასალისა და წყაროს დაბრუნების ოპერატიული ზომები; გ) სატრანზიტო ქვეყნის მხრიდან ბირთვული მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს დაცვის უზრუნველყოფის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში ტრანზიტის აკრძალვა; დ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ბირთვული დაცულობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ზომები.

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბირთვული დაცულობის მიზანია ადამიანის, ქონების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვა ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული შემთხვევების უარყოფითი შედეგებისგან. 2. ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებები უნდა შემუშავდეს, დაიგეგმოს და განხორციელდეს კომპლექსურად, რათა ბირთვული დაცულობის ღონისძიებებმა არ დააზიანოს ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პირიქით. 3. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეფექტიანი ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმის შექმნას, ფუნქციონირებასა და სტაბილურობას დაცულობასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან აცილების, გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით. 4. ბირთვული დაცულობის სახელმწიფო რეჟიმით უნდა ჩამოყალიბდეს: ა) პირობები, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს რადიოაქტიური მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს უკანონო დაუფლების შესაძლებლობას და საბოტაჟის შემთხვევებს; ბ) დაკარგული ბირთვული მასალის ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ტექნიკური დახმარების გაწევის, ინფორმაციის მიწოდებისა და საბოტაჟის შედეგების მაქსიმალურად შემცირების ღონისძიებები, ასევე აღმოჩენილი მასალისა და წყაროს დაბრუნების ოპერატიული ზომები; გ) სატრანზიტო ქვეყნის მხრიდან ბირთვული მასალისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს დაცვის უზრუნველყოფის გარანტიების არარსებობის შემთხვევაში ტრანზიტის აკრძალვა; დ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ბირთვული დაცულობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ზომები. 5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განისაზღვრება ბირთვულ დაცულობასთან დაკავშირებული უკანონო ქმედების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 6 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4223087115332265864
მნიშვნელობით ახლოსრადიაციული დაცვის, ბირ…ჯანმრთელობის დაცვის შე…რადიოაქტიური ნარჩენები…დაცული ტერიტორიების სი…საზოგადოებრივი ჯანმრთე…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა