ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 5. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გიორგი საბანაშვილი

1.სამინისტრო პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განსაზღვრისას ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას; ბ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის სამიზნე რაოდენობა განისაზღვრება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ენერგოდანაზოგების მიღწევისა და ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მხარეებთან თანამშრომლობით; გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა არის ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგი, რომელიც ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მიიღწევა; დ) ენერგოდანაზოგი გამოითვლება ამ კანონის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მეთოდებისა და პრინციპების მეშვეობით; ე) განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი მხარის, მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებები; ვ) ენერგოდანაზოგის მიღწევისთვის პასუხისმგებელი მონაწილე მხარე ვალდებულია წარადგინოს და საჯარო გახადოს მიღწეული ენერგოდანაზოგის შესახებ წლიური ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგიის დაზოგვის შესახებ წლიური მონაცემების თაობაზე არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო ეს მიზანშეწონილი არ არის; ზ) განხორციელდება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგი, შესაბამისი არადამაკმაყოფილებელი პროგრესის შემთხვევაში − აგრეთვე სათანადო ღონისძიებები; თ) დაინერგება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შედეგების კონტროლის სისტემა.

2.პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგიის დაზოგვის ტენდენციის ამსახველი მონაცემები ყოველწლიურად ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგის ორმაგად დათვლის პრევენციას, როდესაც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები ან ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული არ არის, ერთმანეთს ემთხვევა.

3.სამინისტროს ნორმატიული აქტით მტკიცდება ეკეგ-ით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების სამდივნოსთვის წარდგენის წესი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრო პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განსაზღვრისას ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას; ბ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის სამიზნე რაოდენობა განისაზღვრება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ენერგოდანაზოგების მიღწევისა და ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მხარეებთან თანამშრომლობით; გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა არის ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგი, რომელიც ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მიიღწევა; დ) ენერგოდანაზოგი გამოითვლება ამ კანონის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მეთოდებისა და პრინციპების მეშვეობით; ე) განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი მხარის, მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებები; ვ) ენერგოდანაზოგის მიღწევისთვის პასუხისმგებელი მონაწილე მხარე ვალდებულია წარადგინოს და საჯარო გახადოს მიღწეული ენერგოდანაზოგის შესახებ წლიური ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგიის დაზოგვის შესახებ წლიური მონაცემების თაობაზე არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო ეს მიზანშეწონილი არ არის; ზ) განხორციელდება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგი, შესაბამისი არადამაკმაყოფილებელი პროგრესის შემთხვევაში − აგრეთვე სათანადო ღონისძიებები; თ) დაინერგება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შედეგების კონტროლის სისტემა. 2. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგიის დაზოგვის ტენდენციის ამსახველი მონაცემები ყოველწლიურად ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგის ორმაგად დათვლის პრევენციას, როდესაც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები ან ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული არ არის, ერთმანეთს ემთხვევა. 3. სამინისტროს ნორმატიული აქტით მტკიცდება ეკეგ-ით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების სამდივნოსთვის წარდგენის წესი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2025 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 31 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
58²3411171341101142985
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…შენობების ენერგოეფექტუ…გარემოს დაცვის შესახებენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა