ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 122. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ფუნქციები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ლიცენზიით გათვალისწინებულ სეგმენტში (სეგმენტებში): ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებას ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში; ბ) აღრიცხავს ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ მონაცემებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად; გ) ამზადებს საქართველოში და მისი საზღვრების გარეთ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს, დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად; დ) დროულად წარუდგენს გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს; ე) არეგისტრირებს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; ვ) აქვეყნებს ელექტროენერგიის ბაზრის შეუფერხებელი ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას.

2.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს ასევე შეიძლება დაეკისროს თავისი კომპეტენციის შესაბამისი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების საფუძველზე.

3.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ელექტროენერგიით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

4.ელექტროენერგეტიკული საწარმოები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციაზე, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ლიცენზიით გათვალისწინებულ სეგმენტში (სეგმენტებში): ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებას ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში; ბ) აღრიცხავს ხელშეკრულებებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ მონაცემებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად; გ) ამზადებს საქართველოში და მისი საზღვრების გარეთ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს, დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად; დ) დროულად წარუდგენს გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიურ გრაფიკს; ე) არეგისტრირებს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; ვ) აქვეყნებს ელექტროენერგიის ბაზრის შეუფერხებელი ორგანიზებისა და ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციას. 2. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს ასევე შეიძლება დაეკისროს თავისი კომპეტენციის შესაბამისი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება ამ კანონის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების საფუძველზე. 3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ელექტროენერგიით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 4. ელექტროენერგეტიკული საწარმოები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის უწყვეტ და შეუზღუდავ წვდომას ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციაზე, ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3435111¹²…111¹¹…13⁵16124121120¹221212122
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…პროდუქტის უსაფრთხოების…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა