1.კომისია, კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს: ა) ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას; ბ) კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების თავიდან აცილებას; გ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას კანონის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.საცალო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, კანონისა და ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად, თავისუფალი მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს ენერგეტიკული ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება ბაზრის კონკრეტულ მონაწილეებთან ან/და მათ მიერ დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
3.კომისია აქვეყნებს და საჭიროებისამებრ განაახლებს ამ წესების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ კომისიისათვის წარდგენილ ინფორმაციას, გარდა ბაზრის კონკრეტულ მონაწილეებთან ან/და მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა. თავი II . მიწოდების წესები

