ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 121. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ორგანიზებას ელექტროენერგიით ვაჭრობის, აგრეთვე ელექტროენერგიის სხვა, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით წესრიგდება.

2.ელექტროენერგიის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება აქვთ როგორც ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს, ისე სხვა სუბიექტებს.

3.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

4.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია.

5.ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს ადგენს კომისია განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ორგანიზებას ელექტროენერგიით ვაჭრობის, აგრეთვე ელექტროენერგიის სხვა, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით წესრიგდება. 2. ელექტროენერგიის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება აქვთ როგორც ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს, ისე სხვა სუბიექტებს. 3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. 4. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია. 5. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს ადგენს კომისია განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-5 პუნქტში ბაზრის ოპერატორის მომსახურებებისთვის საფასური მრავლობით ფორმითაა: კომისია ადგენს შესაბამის საფასურებს განსაზღვრული მეთოდოლოგიით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
203534111¹²…111¹¹…111¹⁰…161221241231222121
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა