ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 120¹. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.

2.ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.

3.ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.

4.ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი: ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით; ბ) აღრიცხავს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის განაცხადების მონაცემებს; გ) არეგისტრირებს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად.

5.ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე, ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების  პლატფორმის მეშვეობით. 2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული  არიან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ დამტკიცებული რეგულირებული  საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად. 3. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი. 4.  ელექტროენერგიის ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი: ა) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას  ამ კანონითა და ელექტროენერგიის  ბაზრის წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით; ბ) აღრიცხავს  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმაზე არსებული  ელექტროენერგიის  ყიდვა-გაყიდვის განაცხადების  მონაცემებს; მონაცემებს; გ)  არეგისტრირებს  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს; დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად. 5.  ელექტროენერგიის  ორმხრივი  ხელშეკრულებების   პლატფორმის ადმინისტრატორს  არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 დეკ. 2019 – 30 დეკ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ახალი 120¹ მუხლი არეგულირებს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს, ანგარიშგებას და პლატფორმის ადმინისტრატორის უფლებამოსილებებსა და შეზღუდვას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111¹²…111¹¹…111¹³…73716122127¹121122211120¹
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…ენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა