ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 135. ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საოპერაციო წესებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონის, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების, ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

2.ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესები და ვალდებულებები დგინდება სისტემით მოსარგებლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან და შესაბამის შემთხვევაში მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს კომისიასა და სამინისტროსთან კონსულტაციას თავის მიერ მიღებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.

3.გადამცემი და შესაბამის შემთხვევებში გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესების შესრულებას, გადაცემის ან/და განაწილების ქსელებთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ხარისხის მოთხოვნების დაცვას, აგრეთვე ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების სათანადო დონის შენარჩუნებას ზედამხედველობენ სამინისტრო და კომისია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნით შეინარჩუნოს ტექნიკური გამტარუნარიანობის რეზერვის შესაბამისი დონე და ითანამშრომლოს ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა და მეზობელი ან/და სხვა ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან. წინასწარ განჭვრეტადი გარემოებების ხარისხი, რომელთა არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოება, განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესებითა და ვალდებულებებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

5.გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ურთიერთდაკავშირებული სისტემების შესაბამის ოპერატორებთან ქსელის ოპერირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულ და ეფექტიან გაცვლას.

6.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეასრულოს ელექტროქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და შესაბამის შემთხვევებში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხთან დაკავშირებული ამოცანები, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების შესაბამისად.

7.ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ან/და სხვა შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს მიერ ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივ ხელშეკრულებებს შორის დისკრიმინაცია.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საოპერაციო წესებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონის, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ნორმების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების, ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესები და ვალდებულებები დგინდება სისტემით მოსარგებლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან და შესაბამის შემთხვევაში მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს კომისიასა და სამინისტროსთან კონსულტაციას თავის მიერ მიღებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. 3. გადამცემი და შესაბამის შემთხვევებში გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესების შესრულებას, გადაცემის ან/და განაწილების ქსელებთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ხარისხის მოთხოვნების დაცვას, აგრეთვე ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების სათანადო დონის შენარჩუნებას ზედამხედველობენ სამინისტრო და კომისია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნით შეინარჩუნოს ტექნიკური გამტარუნარიანობის რეზერვის შესაბამისი დონე და ითანამშრომლოს ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა და მეზობელი ან/და სხვა ქვეყნების სისტემების ოპერატორებთან. წინასწარ განჭვრეტადი გარემოებების ხარისხი, რომელთა არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოება, განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესებითა და ვალდებულებებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ურთიერთდაკავშირებული სისტემების შესაბამის ოპერატორებთან ქსელის ოპერირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულ და ეფექტიან გაცვლას. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეასრულოს ელექტროქსელის უსაფრთხო ექსპლუატაციასთან და შესაბამის შემთხვევებში ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხთან დაკავშირებული ამოცანები, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საოპერაციო წესებისა და ვალდებულებების შესაბამისად. 7. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ან/და სხვა შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს მიერ ტრანსსასაზღვრო და ადგილობრივ ხელშეკრულებებს შორის დისკრიმინაცია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34323513⁵241867³169760525127135
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…პროდუქტის უსაფრთხოების…საგზაო მოძრაობის შესახ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა