Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 51

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 51. გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი, განურჩევლად მისი განცალკევების მოდელისა, უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გადამცემი სისტემის მშენებლობას, ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას ეკონომიკური პირობების შესაბამისად, რათა დაცულ იქნეს როგორც ღია ბაზარი, ისე უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის გრძელვადიანი უნარი − დააკმაყოფილოს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემაზე გონივრული მოთხოვნები და მის მიერ გასაწევი მომსახურების ვალდებულებების შესრულებისთვის შესატყვისი საშუალებები. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია თავისი საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი საკითხები.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი გადაცემასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს ამ კანონის, გადამცემი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად.

3.გადამცემი სისტემით მოსარგებლეებს გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურება გაეწევათ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების გაწევის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მათ შორის, გადამცემ ქსელთან მიერთებისა და გადაცემის მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო შესაბამის შემთხვევებში – გადამცემი სისტემის მესაკუთრე, სიმძლავრეებზე არსებული ყველა ეკონომიკურად გონივრული და ტექნიკურად განხორციელებადი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით უზრუნველყოფს საკმარისი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების (ურთიერთდამაკავშირებლები) მშენებლობას ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემ სისტემებთან, ხოლო სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე სხვა მეზობელი ქვეყნების გადამცემ სისტემებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ინტეგრირების მიზნით.

5.დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ.

6.გადამცემი სისტემის ოპერატორმა მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორებს, უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა ან სათანადო შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად.

7.გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურებისა და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ადვილად ხელმისაწვდომი, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციით, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.

8.გადამცემი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად.

9.გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების ქსელთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაცია და გამჭვირვალობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განურჩევლად მისი განცალკევების მოდელისა, უზრუნველყოფს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გადამცემი სისტემის მშენებლობას, ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას ეკონომიკური პირობების შესაბამისად, რათა დაცულ იქნეს როგორც ღია ბაზარი, ისე უზრუნველყოფილ იქნეს გადამცემი სისტემის გრძელვადიანი უნარი − დააკმაყოფილოს განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემაზე გონივრული მოთხოვნები და მის მიერ გასაწევი მომსახურების ვალდებულებების შესრულებისთვის შესატყვისი საშუალებები. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია თავისი საქმიანობის განხორციელებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი საკითხები. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადაცემასთან დაკავშირებულ მომსახურებას ახორციელებს ამ კანონის, გადამცემი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად. 3. გადამცემი სისტემით მოსარგებლეებს გადაცემასთან დაკავშირებული მომსახურება გაეწევათ გადამცემი სისტემის ოპერატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების გაწევის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მათ შორის, გადამცემ ქსელთან მიერთებისა და გადაცემის მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო შესაბამის შემთხვევებში – გადამცემი სისტემის მესაკუთრე, სიმძლავრეებზე არსებული ყველა ეკონომიკურად გონივრული და ტექნიკურად განხორციელებადი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით უზრუნველყოფს საკმარისი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების (ურთიერთდამაკავშირებლები) მშენებლობას ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების გადამცემ სისტემებთან, ხოლო სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე სხვა მეზობელი ქვეყნების გადამცემ სისტემებთან საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემების ინტეგრირების მიზნით. 5. დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მეზობელი სისტემის ყველა შესატყვის ოპერატორს, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორებს, უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადაცემა ან სათანადო შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურებისა და პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და ადვილად ხელმისაწვდომი, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების მიერ სისტემაზე ეფექტიანი წვდომისათვის აუცილებელი ტექნიკური ინფორმაციით, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. 8. გადამცემი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად. 9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს, რომ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ინფორმაცია, აგრეთვე სისტემით მოსარგებლეების ქსელთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაცია და გამჭვირვალობის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3763 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    51-ე მუხლის მე-9 პუნქტში სააგენტოს ახალი სახელწოდებაა მითითებული, ინფორმაციის ჩამონათვალი ერთ წინადადებაშია გაერთიანებული და „სულ მცირე“ „არანაკლებ“-ით შეიცვალა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 დეკ. 2023
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 97

მიუთითებენ მასზე

მუხლი 57მუხლი 65

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 74გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 42გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი
  • 52გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 35 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ვალდებულებები ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების კუთხით
  • 5 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ოპერატორის ზოგადი ვალდებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 10გადამხდელი სააგენტო

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 2ძირითადი პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282813⁵1835 (დ…5 (და…169757657442521051
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ნაგავსაყრელის მოწყობის…პროდუქტის უსაფრთხოების…განახლებადი წყაროებიდა…სოფლის მეურნეობისა და …საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026