Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 52

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 52. გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) შეასრულოს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნები ამ კანონის მე-60 და 68-ე მუხლების შესაბამისად; ბ) შეიმუშაოს გადამცემი სისტემის განვითარების ყოველწლიური გეგმა არანაკლებ ათწლიანი პერიოდისთვის ამ კანონის 53-ე მუხლის, სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სხვა სისტემების ოპერატორების სათანადოდ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების შესაბამისად; გ) განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები და დაიცვას გამჭვირვალე და ეფექტიანი წესები და პირობები გადამცემ სისტემასთან მესამე პირების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებისთვის ამ კანონის 57-ე, 58-ე, 65-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად; დ) განახორციელოს გადამცემ ქსელთან გამანაწილებელი სისტემებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების, მათ შორის, სამრეწველო მომხმარებლების, არადისკრიმინაციული და ყველაზე ოპტიმალური მიერთების გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები, წესები და პირობები, ამ კანონის 59-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად; ე) დაიცვას გადამცემი სისტემის დისპეტჩერიზაციის წესები და პირობები და შეასრულოს დისპეტჩერის ფუნქციები, რაც გულისხმობს გადამცემ ქსელთან მიერთებული წარმოების ობიექტების საოპერაციო სიმძლავრეების, წარმოების ასეთი ობიექტების მიერ გამომუშავებული და გადამცემ სისტემაში მიწოდებული ენერგიის ნაკადების ან/და გადამცემ სისტემაში არსებული ენერგიის სრული ნაკადების მართვას, ურთიერთდაკავშირებულ სისტემებთან ტრანსსასაზღვრო გადადინების მიზნით ურთიერთდამაკავშირებლების გამოყენების ჩათვლით; ვ) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის დაბალანსება და მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ზ) უზრუნველყოს დამხმარე მომსახურების შესყიდვა და სასისტემო მომსახურების გაწევა, აგრეთვე მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ) უზრუნველყოს სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის ფუნქციების განხორციელება, აგრეთვე მასთან დაკავშირებული წესებისა და პირობების შესრულება ამ კანონის 62-ე, 63-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, გადამცემ ქსელში არსებული სიმძლავრეების, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების, ეფექტიანი გამოყენებისთვის; ი) მიიღოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გადამცემი სისტემისა დამასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობების გამოსაყენებლად; კ) უზრუნველყოს საქმიანობის განხორციელებისას მიღებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად და გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც არადისკრიმინაციული გზით ბაზარზე გარკვეული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა; ლ) შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ის მონაცემები და ინფორმაცია, რომლებიც საჭიროა ენერგეტიკული ბაზრების გამჭვირვალობასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად გადამცემი ქსელის წესებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად; მ) ხელი შეუწყოს მიწოდების უსაფრთხოებას გადამცემი სისტემის ადეკვატური სიმძლავრისა და საიმედოობის უზრუნველყოფით და იმოქმედოს ამ კანონის XXXIII და XXXIV თავებით დადგენილი მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით; ნ) მიიღოს სათანადო ზომები ენერგოეფექტურობის ზრდისა და გარემოს დაცვის მიზნით; ო) გამოიყენოს ენერგოეფექტურობისა და მოთხოვნის მართვის თანამედროვე მეთოდები გადამცემი სისტემის, მათ შორის, ურთიერთდამაკავშირებლების, მოვლა-პატრონობასა და განვითარებასთან დაკავშირებული მინიმალური სტანდარტების დაცვით; პ) ითანამშრომლოს სხვა სისტემების ოპერატორებსა და შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და ხელი შეუწყოს მათთან საოპერაციო შეთანხმებებს და ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას ამ კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად რეგიონული ენერგეტიკული ბაზრების შესაქმნელად; ჟ) დაადგინოს ქსელის უსაფრთხოების მინიმალური შიდა საოპერაციო წესები და ვალდებულებები ამ კანონისა და გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად; რ) ხელი შეუწყოს ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასა და ლიბერალიზაციას; ს) კომისიას და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს მიაწოდოს მათ მიერ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების გარდა, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ახორციელებს გადატვირთვის საფასურისა და გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის კომპენსაციის მექანიზმის ფარგლებში საფასურის ადმინისტრირებას, უზრუნველყოფს მესამე პირების გადამცემ სისტემასთან დაშვებას და მათ მიერ გადამცემი სისტემით სარგებლობის მართვას, ხოლო ასეთ დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში − დასაბუთებული ახსნა-განმარტების გაცემას, რასაც ზედამხედველობას უწევს კომისია.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი აგრეთვე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
8
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 151მუხლი 53მუხლი 56მუხლი 66მუხლი 67მუხლი 68მუხლი 70მუხლი 97

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46მუხლი 47

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 51გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციები
  • 34ელექტროენერგიის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 135ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 32დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება
  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁵ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები
  • 51საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 5​ 1 . საგადახდო სისტემაზე წვდომა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 10გადამხდელი სააგენტო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3216151535666676870974647513413552
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026