ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 62. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილება და გამოყენება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე ნაწილდება და გამოიყენება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რეგიონულ დონეზე კოორდინირებული შეთანხმებების გათვალისწინებით.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია შესაბამის შემთხვევებში, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ერთად დააფუძნოს ერთი ან რამდენიმე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის აუქციონის კოორდინირებას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის ერთ ან რამდენიმე რეგიონში განაწილებისა და გამოყენების მიზნით ან ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრესთან ერთად ელექტროენერგიის განუცხადებელი ყიდვა-გაყიდვის მიზნით.

3.ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების წესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. აღნიშნულ წესებს ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანასთან გადამცემი ქსელის ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე არსებული ჰარმონიზებული წესებისა და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ინსტრუქციების შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. ამ წესებს რეგიონის ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია, რომელსაც ასევე ცვლილებები შეაქვს აღნიშნულ წესებში. ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებაზე ზედამხედველობა ხორციელდება კოორდინირებული აუქციონის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე ნაწილდება და გამოიყენება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რეგიონულ დონეზე კოორდინირებული შეთანხმებების გათვალისწინებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია შესაბამის შემთხვევებში, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების დაცვით სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ერთად დააფუძნოს ერთი ან რამდენიმე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის აუქციონის კოორდინირებას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის ერთ ან რამდენიმე რეგიონში განაწილებისა და გამოყენების მიზნით ან ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრესთან ერთად ელექტროენერგიის განუცხადებელი ყიდვა-გაყიდვის მიზნით. 3. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების წესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას  ცვლილებები  შეაქვს ამ წესებში  გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. აღნიშნულ    წესებს ენერგეტიკული  გაერთიანების წევრ ქვეყანასთან გადამცემი ქსელის ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე არსებული ჰარმონიზებული წესებისა  და  შესაბამისი  ეროვნული  მარეგულირებელი  ორგანოების ინსტრუქციების შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. ამ წესებს რეგიონის ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით გადასინჯავს და ამტკიცებს  კომისია, რომელსაც ასევე ცვლილებები  შეაქვს აღნიშნულ წესებში. ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებაზე ზედამხედველობა ხორციელდება კოორდინირებული აუქციონის განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტში კომისიას დაემატა ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის წესების გადასინჯვისა და ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება, მათ შორის რეგიონული წესების ნაწილში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5151¹64² (…64³ (…169660616356222562
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…გადასახადების ადმინისტ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა