ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 61. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებას მართავს გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებისა და ერთიანი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად.

2.ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების გამოყენების სანაცვლოდ მიღებულ საფასურთან დაკავშირებული ანგარიშსწორება გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა ქვეყნების სისტემის იმ ოპერატორებს შორის, რომლებიც ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაში მონაწილეობენ, ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების ფაქტობრივი გამოყენებისა და მიზნობრიობის შესახებ, რათა კომისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილება ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების (ურთიერთდამაკავშირებლების) მიმართ.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის ელექტრული და ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე შეიმუშავებს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობისა და გადაცემის საიმედოობის ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რომელსაც გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ მეთოდოლოგიაში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. ამ პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან.

5.გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის შეფასებით გაანგარიშებას თითოეული დღისთვის, ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის უკვე დარეზერვებული ნაწილის მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ელექტროენერგიის გადაცემამდე 1 დღით ადრე, გარკვეული ინტერვალებით და მოიცავს 1 კვირით ადრე და 1 თვით ადრე გაკეთებულ გაანგარიშებებს, აგრეთვე ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის მოსალოდნელ საიმედოობას შესაბამისი რაოდენობის მითითებით.

6.კომისია მოთხოვნის შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტურ ორგანოებს აწვდის ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებას მართავს გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებისა და ერთიანი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების გამოყენების სანაცვლოდ მიღებულ საფასურთან დაკავშირებული ანგარიშსწორება გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა ქვეყნების სისტემის იმ ოპერატორებს შორის, რომლებიც ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაში მონაწილეობენ, ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების ფაქტობრივი გამოყენებისა და მიზნობრიობის შესახებ, რათა კომისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილება ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების (ურთიერთდამაკავშირებლების) მიმართ. 4. გადამცემი  სისტემის  ოპერატორი  გადამცემი  ქსელის  ელექტრული  და ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე შეიმუშავებს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობისა და გადაცემის საიმედოობის ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რომელსაც გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას  ცვლილებები  შეაქვს ამ მეთოდოლოგიაში  გადამცემი სისტემის  ოპერატორის  შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. ამ პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის შეფასებით გაანგარიშებას თითოეული დღისთვის, ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის უკვე დარეზერვებული ნაწილის მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ელექტროენერგიის გადაცემამდე 1 დღით ადრე, გარკვეული ინტერვალებით და მოიცავს 1 კვირით ადრე და 1 თვით ადრე გაკეთებულ გაანგარიშებებს, აგრეთვე ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის მოსალოდნელ საიმედოობას შესაბამისი რაოდენობის მითითებით. 6. კომისია მოთხოვნის შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტურ ორგანოებს აწვდის ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 61-ე მუხლის მე-4 პუნქტში გაანგარიშების მეთოდოლოგიას კომისია გადასინჯავს, ამტკიცებს და ცვლის, ოპერატორის წარდგენისა და გამოქვეყნების ვალდებულების ნაცვლად; თანამშრომლობა ეხება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
433564² (…67³16662560626356221061
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…სოფლის მეურნეობისა და …საქართველოს შინაგან სა…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა