Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 9

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 9. საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:განახლებადი ენერგიაენერგიის წარმოებაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველო დამოუკიდებლად ან ენერგეტიკული გაერთიანების ერთ ან რამდენიმე ხელშემკვრელ მხარესთან ერთად შეიძლება თანამშრომლობდეს ერთ ან რამდენიმე მესამე ქვეყანასთან ნებისმიერი სახის ერთობლივი პროექტის განხორციელებისას, რომელიც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოებას შეეხება.

2.მესამე ქვეყანაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის, რომელიც ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს შეეხება, თუ დაცულია შემდეგი პირობები: ა) განახლებადი წყაროებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას საქართველო მოიხმარს. ეს მოთხოვნა შესრულებულად მიიჩნევა, თუ: ა.ა) აღრიცხული ელექტროენერგიის ეკვივალენტური ელექტროენერგიის რაოდენობა მტკიცე პოზიციით არის ნომინირებული განაწილებულ ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობაზე  პასუხისმგებელი ყველა გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ როგორც წარმომავლობის ქვეყანაში, ისე საქართველოში და შესაბამის შემთხვევაში თითოეულ სატრანზიტო მესამე ქვეყანაში; ა.ბ) აღრიცხული ელექტროენერგიის ეკვივალენტური რაოდენობა მტკიცე პოზიციით არის რეგისტრირებული ბალანსის გრაფიკში პასუხისმგებელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემათაშორისი გადამცემი ქსელის (ურთიერთდამაკავშირებლის) საქართველოს მხარეს; ა.გ) ნომინირებული სიმძლავრე და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოება ერთსა და იმავე პერიოდს შეეხება; ბ) ელექტროენერგია გამომუშავებულია ახალაშენებული დანადგარის მიერ, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ან 2018 წლის 30 ივნისის შემდეგ განახლებული დანადგარის გაზრდილი სიმძლავრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში; გ) ელექტროენერგიის წარმოებულ და ექსპორტირებულ რაოდენობას არ უსარგებლია იმ პრივილეგიებით, რომლებსაც მესამე ქვეყნის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს, გარდა შესაბამისი დანადგარისთვის გაცემული საინვესტიციო დახმარებისა.

3.ამ კანონის მე-5 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას შეუძლია მიმართოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, რათა მესამე ქვეყანაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული და საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოსა და მესამე ქვეყანას შორის სისტემათაშორისი გადამცემი ქსელის (ურთიერთდამაკავშირებლის) მშენებლობის გრძელვადიანი პროექტის კონტექსტში, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) სისტემათაშორისი გადამცემი ქსელის (ურთიერთდამაკავშირებლის) მშენებლობა 2027 წლის 31 დეკემბრისთვის დაიწყება; ბ) სისტემათაშორისი გადამცემი ქსელის (ურთიერთდამაკავშირებლის) ექსპლუატაციაში შესვლა 2030 წლის 31 დეკემბრისთვის შეუძლებელია, მაგრამ მისი ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელია არაუგვიანეს 2032 წლის 31 დეკემბრისა; გ) სისტემათაშორისი გადამცემი ქსელის (ურთიერთდამაკავშირებლის) ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იგი გამოყენებული იქნება განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ექსპორტისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; დ) შესაბამისი განაცხადი შეეხება ერთობლივ პროექტს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, გამოიყენებს სისტემათაშორის გადამცემ ქსელს (ურთიერთდამაკავშირებელს) მისი ამოქმედების შემდეგ და უკავშირდება ელექტროენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც სისტემათაშორისი გადამცემი ქსელის (ურთიერთდამაკავშირებლის) ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ენერგეტიკულ გაერთიანებაში ექსპორტირებული ენერგიის რაოდენობას არ აღემატება.

4.მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი დანადგარის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორცია ან რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის, მათ შორის, საქართველოს, ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების გამოთვლისას, უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. თუ საქმე ეხება ენერგეტიკული გაერთიანების რამდენიმე ხელშემკვრელ მხარეს,  ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეთა შორის ელექტროენერგიის პროპორციისა და რაოდენობის განაწილების შესახებ. ეს პროპორცია და რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ენერგეტიკულ გაერთიანებაში რეალურად ექსპორტირებულ და მოხმარებულ ელექტროენერგიის პროპორციასა და რაოდენობას, რომელიც, თავის მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ რაოდენობებს და უნდა აკმაყოფილებდეს იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აცნობებს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების გამოთვლისას გასათვალისწინებელ ელექტროენერგიის პროპორციას ან რაოდენობას.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული შეტყობინება: ა) უნდა აღწერდეს შემოთავაზებულ დანადგარს ან უნდა ახდენდეს განახლებული დანადგარის იდენტიფიცირებას; ბ) უნდა აღწერდეს წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციასა და რაოდენობას, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას, აგრეთვე უნდა აღწერდეს სათანადო ფინანსურ ღონისძიებებს კონფიდენციალურობის მოთხოვნების შესაბამისად; გ) უნდა განსაზღვრავდეს კალენდარული წლებისგან შემდგარ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც წარმოებული ელექტროენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს მიერ ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის გამოთვლისას; დ) უნდა შეიცავდეს იმ მესამე ქვეყნის მიერ, რომლის ტერიტორიაზედაც შესაბამისი დანადგარი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მონაცემთა გათვალისწინების წერილობით აღიარებას, აგრეთვე უნდა მიუთითებდეს დანადგარის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციასა და რაოდენობას, რომელსაც მესამე ქვეყანა მოიხმარს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 2030 წელს. ერთობლივი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება გასცდეს 2030 წელს.

7.ამ მუხლის შესაბამისად მომზადებული და გაგზავნილი შეტყობინება არ შეიძლება შეცვლილ ან გამოთხოვილ იქნეს საქართველოს მთავრობისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ერთობლივი პროექტის შემთანხმებელი მესამე ქვეყნის ერთობლივი შეთანხმების გარეშე.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Study1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2020-07-15 · №1

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 5

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი
  • 10საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები
  • 8საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 37ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა
  • 32ელექტროენერგიის წარმოების პირობები
  • 57ელექტროენერგიის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 148გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენება

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 23საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 1კანონის მიზნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2023148105127823732572519
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…მეცნიერების, ტექნოლოგი…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020