Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 63

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 63. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვა

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიDAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაგანახლებადი ენერგიაბლოკჩეინ ინფრასტრუქტურა და ნოუდებიადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემასთან დაკავშირებული გადატვირთვის, მართვა ხორციელდება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული და არადისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს ეფექტურ ეკონომიკურ სიგნალებს აწვდის.

2.ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები უპირატესად უნდა გადაიჭრას იმგვარად, რომ საჭირო არ გახდეს ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეული მონაწილეების ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთება.

3.ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ხელშეკრულებებს შორის არჩევანის  გაკეთება (ხელშეკრულებების  შეზღუდვა) დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია  დაჩქარებულად  იმოქმედოს  და რედისპეტჩირება ან ელექტროენერგიის გადადინების საპირისპირო მიმართულებით ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. ყველა ასეთი ზომა არადისკრიმინაციულად უნდა იქნეს მიღებული. ელექტროენერგიის ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებზედაც განაწილებული იყო ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე, ხელშეკრულებების შეზღუდვის შემთხვევაში მიეცემათ კომპენსაცია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად, გარდა  საქართველოს  კანონმდებლობით  ან შესაბამისი ხელშეკრულებით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოსა და მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო ოპერირების სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ურთიერთდამაკავშირებლებსა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე გავლენის მქონე ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მაქსიმალური სიმძლავრე.

5.ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე შესაბამის საოპერაციო პერიოდამდე გონივრული ვადით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორს აცნობებს გადაცემის მისთვის განაწილებული სიმძლავრის გამოყენების შესახებ. გადაცემის განაწილებული სიმძლავრე, რომელიც გამოყენებული არ იქნება, ხელახლა განთავსდება ელექტროენერგიის ბაზარზე ღიად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად.

6.გადამცემი სისტემის ოპერატორმა ხაზის მაქსიმალური გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად გადატვირთულ ურთიერთდამაკავშირებლებზე უნდა გაქვითოს მოთხოვნები ელექტროენერგიის საპირისპირო მიმართულების ნაკადებზე, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

7.გადამცემი სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების მიზნით უარი არ უნდა თქვას ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის განტვირთვას.

8.თუ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების მიერ შესაბამის ურთიერთდამაკავშირებელზე ნომინირებული სიმძლავრეების გაქვითვის შედეგად მიღებული სიმძლავრის მოცულობა ნაკლებია სიმძლავრის ხელმისაწვდომ მოცულობაზე და არ ხდება ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვა, მომსახურება უნდა გაეწიოს ბაზრის ყველა მონაწილეს და დამატებითი საფასური გადატვირთვის მართვის მომსახურებისთვის არ გადაიხდება.

9.ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადატვირთვის მართვიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მიზნებით: ა) გადაცემის განაწილებული სიმძლავრის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში, კერძოდ, ახალ ურთიერთდამაკავშირებელში, ინვესტიციების განხორციელებით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის შენარჩუნება ან გაზრდა.

10.თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებული შემოსავლების ეფექტიანი გამოყენება შეუძლებელია, კომისია ტარიფის შემცირების მიზნით გამოუყენებელ შემოსავალს გაითვალისწინებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობასთან დაკავშირებული საფასურის გაანგარიშებისას. შემოსავლის დარჩენილი ნაწილი განთავსდება გადამცემი სისტემის განცალკევებულ შიდა ანგარიშზე იმ დრომდე, სანამ შესაძლებელი არ გახდება მისი გამოყენება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. კომისია აღნიშნულის შესახებ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემასთან დაკავშირებული გადატვირთვის, მართვა ხორციელდება საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული და არადისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით, რომლებიც ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს ეფექტურ ეკონომიკურ სიგნალებს აწვდის. 2. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვასთან დაკავშირებული სირთულეები უპირატესად უნდა გადაიჭრას იმგვარად, რომ საჭირო არ გახდეს ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეული მონაწილეების ხელშეკრულებებს შორის არჩევანის გაკეთება. 3. ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა ხელშეკრულებებს შორის არჩევანის  გაკეთება (ხელშეკრულებების  შეზღუდვა) დასაშვებია მხოლოდ საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია  დაჩქარებულად  იმოქმედოს  და რედისპეტჩირება ან ელექტროენერგიის გადადინების საპირისპირო მიმართულებით ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია. ყველა ასეთი ზომა არადისკრიმინაციულად უნდა იქნეს მიღებული. ელექტროენერგიის ბაზრის იმ მონაწილეებს, რომლებზედაც განაწილებული იყო ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე, ხელშეკრულებების შეზღუდვის შემთხვევაში მიეცემათ კომპენსაცია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად, გარდა  საქართველოს  კანონმდებლობით  ან შესაბამისი ხელშეკრულებით  გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოსა და მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების უსაფრთხო ოპერირების სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ურთიერთდამაკავშირებლებსა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე გავლენის მქონე ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მაქსიმალური სიმძლავრე. 5. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე შესაბამის საოპერაციო პერიოდამდე გონივრული ვადით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორს აცნობებს გადაცემის მისთვის განაწილებული სიმძლავრის გამოყენების შესახებ. გადაცემის განაწილებული სიმძლავრე, რომელიც გამოყენებული არ იქნება, ხელახლა განთავსდება ელექტროენერგიის ბაზარზე ღიად, გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად. 6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ხაზის მაქსიმალური გამტარუნარიანობის უზრუნველსაყოფად გადატვირთულ ურთიერთდამაკავშირებლებზე უნდა გაქვითოს მოთხოვნები ელექტროენერგიის საპირისპირო მიმართულების ნაკადებზე, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. 7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ოპერირების მიზნით უარი არ უნდა თქვას ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის განტვირთვას. 8. თუ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების მიერ შესაბამის ურთიერთდამაკავშირებელზე ნომინირებული სიმძლავრეების გაქვითვის შედეგად მიღებული სიმძლავრის მოცულობა ნაკლებია სიმძლავრის ხელმისაწვდომ მოცულობაზე და არ ხდება ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვა, მომსახურება უნდა გაეწიოს ბაზრის ყველა მონაწილეს და დამატებითი საფასური გადატვირთვის მართვის მომსახურებისთვის არ გადაიხდება. 9. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადატვირთვის მართვიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი მიზნებით: ა) გადაცემის განაწილებული სიმძლავრის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში, კერძოდ, ახალ ურთიერთდამაკავშირებელში, ინვესტიციების განხორციელებით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის შენარჩუნება ან გაზრდა. 10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებული შემოსავლების ეფექტიანი გამოყენება შეუძლებელია, კომისია ტარიფის შემცირების მიზნით გამოუყენებელ შემოსავალს გაითვალისწინებს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემით სარგებლობასთან დაკავშირებული საფასურის გაანგარიშებისას. შემოსავლის დარჩენილი ნაწილი განთავსდება გადამცემი სისტემის განცალკევებულ შიდა ანგარიშზე იმ დრომდე, სანამ შესაძლებელი არ გახდება მისი გამოყენება ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. კომისია აღნიშნულის შესახებ აცნობებს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 30 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 დეკ. 2021

    63-ე მუხლის მე-3 პუნქტში „ვაჭრობა“ ჩანაცვლდა „ყიდვა-გაყიდვით“ და კომპენსაციის გაცემა დაკავშირდა გადამცემი ქსელის წესებთან.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბლოკჩეინ bridge-ების ინტეგრაცია cross-chain ტრანზაქციებისთვისსერვისის გვერდი
  • ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • ენერგეტიკულ ქსელთან მიერთებასერვისის გვერდი
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 138მუხლი 60მუხლი 99

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 61ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვა
  • 62ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილება და გამოყენება
  • 60ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 16ქსელთან დაშვება და მისი ოპერირება
  • 6სტატისტიკური ტრანსფერი საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს შორის

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 35სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება
  • 34ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება
  • 32დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 67³ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზ

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 111¹² (დანართი 1)ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის გადასახადებით დაბეგვრის წესი
  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
353432111¹²…64² (…67³166601389961622263
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…ელექტრონული კომუნიკაცი…განსაკუთრებული მნიშვნე…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026