განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 6. სტატისტიკური ტრანსფერი საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს შორის

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველო და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარე შეიძლება შეთანხმდნენ და განახორციელონ ღონისძიებები განახლებადი წყაროებიდან მიღებული განსაზღვრული რაოდენობის ენერგიის სტატისტიკური ტრანსფერისთვის საქართველოდან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან საქართველოში. გადაცემული ენერგიის რაოდენობა: ა) უნდა გამოაკლდეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება სტატისტიკური ტრანსფერის განმახორციელებელი ქვეყნის მიერ სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დროს; ბ) უნდა დაემატოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას, რაც გაითვალისწინება სტატისტიკური ტრანსფერის მიმღები ქვეყნის მიერ სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დროს.

2.საქართველოს მიერ სტატისტიკური ტრანსფერის განხორციელებისას ამ ტრანსფერმა უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაზე.

3.სტატისტიკური ტრანსფერი შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ ღონისძიების შესახებ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მისი განხორციელების თითოეული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის გაგზავნილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გამოყენებული ენერგიის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციას.

4.სტატისტიკური ტრანსფერი ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასში ჩართული ენერგეტიკული გაერთიანების ყველა ხელშემკვრელი მხარე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეატყობინებს ამ სტატისტიკური ტრანსფერის შესახებ.

5.ამ მუხლის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოში ან საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე განხორციელებულ სტატისტიკურ ტრანსფერებზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11789158622511852443456
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა