ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 56. გადამცემი სისტემის ოპერატორის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიასთან კოორდინირებით ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობას, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის კონკურენტული რეგიონული ბაზრის შექმნას და გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობას.

2.გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონით, ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და შესაბამის შემთხვევებში ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადაცემის სიმძლავრეების გასანაწილებლად და გადამცემ ქსელებში უსაფრთხოების შესამოწმებლად კომისიის წინასწარი თანხმობით მონაწილეობა მიიღოს ერთი ან რამდენიმე ინტეგრირებული სისტემის (სისტემების) მუშაობაში, ერთი ან რამდენიმე ისეთი რეგიონის ფარგლებში, რომელიც (რომლებიც) ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების არანაკლებ ორ მხარეს.

4.გადამცემი სისტემის ოპერატორი ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული გადამცემი ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელს უწყობს საოპერაციო შეთანხმებებს, ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას და საბაზრო, არადისკრიმინაციული მექანიზმების მეშვეობით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებას. ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის აუქციონის უპირატესობებს მოკლევადიანი განაწილებების მიმართ, აგრეთვე დაბალანსებისა და დარეზერვების მექანიზმების ინტეგრაციას. თავი XIV. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიასთან კოორდინირებით ხელს უწყობს რეგიონულ დონეზე გადამცემი სისტემის ოპერატორების თანამშრომლობას, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის კონკურენტული რეგიონული ბაზრის შექმნას და გადამცემი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი და ტექნიკური მოთხოვნების საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობას. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ კანონით, ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობითა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში თანამშრომლობს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსთან და შესაბამის შემთხვევებში ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების მარეგულირებელ ორგანოებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადაცემის სიმძლავრეების გასანაწილებლად და გადამცემ ქსელებში უსაფრთხოების შესამოწმებლად კომისიის წინასწარი თანხმობით მონაწილეობა მიიღოს ერთი ან რამდენიმე ინტეგრირებული სისტემის (სისტემების) მუშაობაში, ერთი ან რამდენიმე ისეთი რეგიონის ფარგლებში, რომელიც (რომლებიც) ფარავს ენერგეტიკული გაერთიანების არანაკლებ ორ მხარეს. 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში არსებული გადამცემი ქსელების ოპტიმალური მართვის მიზნით ხელს უწყობს საოპერაციო შეთანხმებებს, ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას და საბაზრო, არადისკრიმინაციული მექანიზმების მეშვეობით ტრანსსასაზღვრო სიმძლავრეების კოორდინირებულ განაწილებას. ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის აუქციონის უპირატესობებს მოკლევადიანი განაწილებების მიმართ, აგრეთვე დაბალანსებისა და დარეზერვების მექანიზმების ინტეგრაციას. თავი XIV. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34575¹16765261255122141056
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…რადიაციული დაცვის, ბირ…სოფლის მეურნეობისა და …საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა