ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

მუხლი 12. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის ნორმების გამოყენება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ უნდა მოწესრიგდეს იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც შესაბამისი ანგარიშია გახსნილი. ქვეყნის კანონმდებლობაზე მითითება გულისხმობს მხოლოდ ამ ქვეყნის კანონმდებლობას და უგულებელყოფს ნებისმიერ ნორმას, რომელიც შესაბამისი საკითხის გადაწყვეტისას სხვა ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე მიუთითებს.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხებია: ა) ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის სამართლებრივი ბუნება და სანივთო სამართლებრივი შედეგები; ბ) ნებისმიერი ქმედება, რომელიც საჭიროა ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებისთვის/ძალაში შესვლისთვის და ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების/აღრიცხვის მსგავსი გარიგების მიერ მესამე პირებისთვის სავალდებულო ძალის შესაძენად; გ) შემთხვევა, როდესაც ჩანაწერის სახით არსებულ ფინანსური გირავნობის საგანზე პირის უფლება სხვა პირის უპირატესი უფლებით გადაიფარა ან ამ უფლებას დაექვემდებარა ან ასეთი უფლება კეთილსინდისიერმა შემძენმა შეიძინა; დ) რეჟიმის ამოქმედების შემდეგ განსახორციელებელ იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისთვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ უნდა მოწესრიგდეს იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც შესაბამისი ანგარიშია გახსნილი. ქვეყნის კანონმდებლობაზე მითითება გულისხმობს მხოლოდ ამ ქვეყნის კანონმდებლობას და უგულებელყოფს ნებისმიერ ნორმას, რომელიც შესაბამისი საკითხის გადაწყვეტისას სხვა ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე მიუთითებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხებია: ა) ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის სამართლებრივი ბუნება და სანივთო სამართლებრივი შედეგები; ბ) ნებისმიერი ქმედება, რომელიც საჭიროა ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებისთვის/ძალაში შესვლისთვის და ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების/აღრიცხვის მსგავსი გარიგების მიერ მესამე პირებისთვის სავალდებულო ძალის შესაძენად; გ) შემთხვევა, როდესაც ჩანაწერის სახით არსებულ ფინანსური გირავნობის საგანზე პირის უფლება სხვა პირის უპირატესი უფლებით გადაიფარა ან ამ უფლებას დაექვემდებარა ან ასეთი უფლება კეთილსინდისიერმა შემძენმა შეიძინა; დ) რეჟიმის ამოქმედების შემდეგ განსახორციელებელ იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82³258256274432391281191312
მნიშვნელობით ახლოსფინანსური გირავნობის, …საქართველოს სამოქალაქო…საგადახდო სისტემისა და…დემატერიალიზებული ფასი…საერთაშორისო კერძო სამ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა