შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 8. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2.რეგულარული ინსპექტირების ობიექტებია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები. მათი ინსპექტირება რეგულირდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.

3.ინსპექტირება უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ეფექტურობისა და სიმძლავრის შეფასებას შენობის გათბობისა და გაგრილების მოთხოვნების მიმართ. სიმძლავრის განმეორებით შეფასება გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემაში ცვლილების განხორციელებამდე ან შენობის გათბობის/გაგრილების მოთხოვნების შეცვლამდე საჭირო არ არის.

4.შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შენობის მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

5.შენობაში გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ყოველი ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ეს ანგარიში გადაეცემა შენობის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს. ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებს და ინსპექტირებული სისტემების ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს.

6.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინსპექტირების ალტერნატივის სახით შეიმუშაოს რეკომენდაციები გათბობის ქვაბის გამოცვლის, გათბობის სისტემაში სხვადასხვა ცვლილების განხორციელებისა და გათბობის ქვაბის ეფექტურობისა და სიმძლავრის შესაფასებლად საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის − ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

7.გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში უნდა მომზადდეს ანგარიში ამ ღონისძიებების შედეგების რეგულარულ შემოწმებასთან შესაბამისობის შესახებ და იგი უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5369⁶51²51¹978¹8 (მე…10182317438
მნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…გარემოს დაცვის შესახებადამიანის ორგანოთა გად…ატმოსფერული ჰაერის დაც…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა