Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 6

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 6. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ESG შესაბამისობაგანახლებადი ენერგიასამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასებაენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს.

2.სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას; ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს; გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას; დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას; ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას; ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას; ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს; თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას; ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას; კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას; ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას; მ) ეკეგ-ის განხორციელებას.

3.სამინისტრო: ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს: ა.ა) ეკეგ-ის განხორციელებას; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს; ა.გ) პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სრული ენერგოაუდიტის განხორციელებას; ა.დ) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს; ა.ე) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის დაკისრების შესახებ; გ) (ამოღებულია - 28.06.2023, №3302); დ) ამოწმებს ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს მისი დადასტურების მიზნით; ე) სისტემატურად უწევს მონიტორინგს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს მათი გაზომვისა და დადასტურების მიზნით; ვ) ყოველწლიურად აანალიზებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას; ზ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებელთა ჯგუფისთვის შეიმუშავებს მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ; თ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად; ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ხელს უწყობს: კ.ა) ეკეგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას; კ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას სამდივნოსთვის წარსადგენად; ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

4.სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3302 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

რედაქციების შედარება

1. სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს. 2. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას; ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს; გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას; დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას; ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას; ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას; ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს; თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას; ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას; კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას; ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას; [ მ) ეკეგ-ის განხორციელებას. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)]ხელშეწყობას. 3. სამინისტრო: ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს: ა.ა) ეესგ-ის განხორციელებას; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს; ა.გ) ენერგოაუდიტორებისა და ამ კანონით დადგენილი წესით შედგენილ ექსპერტთა სიაში შეყვანილი ექსპერტების საქმიანობას; ა.დ) პირველი კატეგორიის საწარმოების მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ენერგოაუდიტის განხორციელების უზრუნველყოფას; ა.ე) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და ფორმალური და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს; ა.ვ) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას; [ ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს: ა.ა) ეკეგ-ის განხორციელებას; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს; ა.გ) პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სრული ენერგოაუდიტის განხორციელებას; ა.დ) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს; ა.ე) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] ბ) შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის დაკისრების შესახებ; გ) (ამოღებულია - 28.06.2023, №3302); დ) ამოწმებს ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს მისი დადასტურების მიზნით; ე) სისტემატურად უწევს მონიტორინგს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს მათი გაზომვისა და დადასტურების მიზნით; ვ) ყოველწლიურად აანალიზებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას; ზ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებელთა ჯგუფისთვის შეიმუშავებს მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ; თ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად; ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ხელს უწყობს: კ.ა) ეესგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას; კ.გ) სამდივნოსთვის წარდგენის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას; [ კ) ხელს უწყობს: კ.ა) ეკეგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას; კ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას სამდივნოსთვის წარსადგენად; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. 4. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3302 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

    The Ministry’s oversight responsibilities explicitly include EKG implementation and monitoring.

  2. 17 ივლ. 2023

    Delegation of authority to the Market Surveillance Agency within the Ministry to establish rules for energy labeling compliance with the 'On Energy Labeling' law.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის შეფასება (გენერატორები, ტრანსფორმატორები)სერვისის გვერდი
  • ენერგიის შენახვის პროექტებისერვისის გვერდი
  • კომუნალური რეგულაციების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • მწვანე მშენებლობის რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №7

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-07-11
3
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 20

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 10ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 7სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 10დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება
  • 9დამოუკიდებელი ექსპერტი
  • 7შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 138ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა
  • 134ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზომები
  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 6ნარჩენების

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 3სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
613813413210971920102573376
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგეტიკისა და წყალმო…ნარჩენების მართვის კოდ…ადამიანის ქსოვილებისა …სამრეწველო ემისიების შ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო