გარემოს დაცვის შესახებ

მუხლი 51². სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი სათბურის აირების ემისიების  მონიტორინგის გეგმის საფუძველზე, დანადგარების კატეგორიზაციის, ემისიების წყაროების ნაკადებისა და ემისიების წყაროების შესაბამისი მეთოდოლოგიის თანახმად.

2.საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემ ორგანოს ყოველწლიურად, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 31 მარტისა წარუდგინოს სათბურის აირების წლიური ემისიების შესახებ ანგარიში. ეს ანგარიში დამმოწმებლის მიერ შესაბამისი ფორმით უნდა იყოს დამოწმებული.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემი ორგანოსთვის წარდგენით საქმიანობის განმახორციელებელი პირის ანგარიშგების ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა.

4.დამმოწმებელი სათბურის აირების წლიური ემისიების შესახებ ანგარიშს დაამოწმებს სათბურის აირების ემისიების მონაცემთა დამოწმების წესის შესაბამისად.

5.სათბურის აირების ემისიების ავტორიზაციის გამცემი ორგანო სათბურის აირების წლიური ემისიების შესახებ დამოწმებული ანგარიშის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას.

6.საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის კომპენსაციისა და შემცირების სქემის (CORSIA) ფარგლებში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შესაბამისი ანგარიშების დამოწმების მიმართ მოთხოვნები დგინდება „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. (ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან) ] საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1525 – ვებგვერდი, 01.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 1997 – 1 იან. 2028 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 1 მაი. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5338308⁸82⁸82⁷51¹38 (დ…8¹8 (მე…102451²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…გარემოს დაცვის შესახებსამრეწველო ემისიების შ…ატმოსფერული ჰაერის დაც…შენობების ენერგოეფექტუ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა