Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 8¹

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 8¹. შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2.პერიოდული ინსპექტირების ობიექტია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის ჰაერის კონდიცირების სისტემისა და კომბინირებული ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები.

3.შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდულ ინსპექტირებას დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ახორციელებს. თუ ჰაერის კონდიცირების სისტემის მესაკუთრე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე არ არის, ამ სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების ვალდებულება აღნიშნული სისტემის მესაკუთრეს ეკისრება.

4.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესის ალტერნატიული წესი. ამის თაობაზე იგი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინასწარ ანგარიშს წარუდგენს.

5.არასაცხოვრებელი შენობა, სადაც 290 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის ჰაერის კონდიცირების სისტემა ან კომბინირებული ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები არსებობს, 2028 წლისთვის აღჭურვილი უნდა იყოს შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებით, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.  შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს: ა) ენერგიის მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, აღრიცხვა, ანალიზი და რეგულირება; ბ) შენობის ენერგოეფექტურობის ნიშნულთან შესაბამისობა, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის დანაკარგის გამოვლენა და შენობის ან ობიექტის ტექნიკური მართვისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებსა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება, კომუნიკაცია და თავსებადობა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემა პერიოდულ ინსპექტირებას არ ექვემდებარება.

7.შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს გადაეცემა. ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებსა და ინსპექტირებული სისტემის ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 2022 – 31 დეკ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8 (მეორე)შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ივნ. 2024 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 8 (მეორე)შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირება
  • 8შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება
  • 9დამოუკიდებელი ექსპერტი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 18შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენ
  • 17ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 11პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 40ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლი
  • 39ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო კონტროლის სისტემა
  • 5¹ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 43კონტროლისა და ინსპექტირების ზოგადი წესები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 51²სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 37კონტროლი და ინსპექტირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40395¹51²1116178 (მე…89181737438¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…საგზაო მოძრაობის შესახ…ატმოსფერული ჰაერის დაც…ადამიანის ორგანოთა გად…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026