შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 8 (მეორე). შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2.პერიოდული ინსპექტირების ობიექტია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობის სისტემისა და კომბინირებული სივრცის გათბობისა და ვენტილაციის სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები.

3.შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდულ ინსპექტირებას დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე ახორციელებს. თუ გათბობის სისტემის მესაკუთრე შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრე არ არის, ამ სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების ვალდებულება აღნიშნული სისტემის მესაკუთრეს ეკისრება.

4.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების განხორციელების წესის ალტერნატიული წესი. ამის თაობაზე იგი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წინასწარ ანგარიშს წარუდგენს.

5.არასაცხოვრებელი შენობა, სადაც 290 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობის სისტემა ან კომბინირებული სივრცის გათბობისა და ვენტილაციის სისტემები არსებობს, 2028 წლისთვის აღჭურვილი უნდა იყოს შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებით, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემებმა უნდა უზრუნველყოს: ა) ენერგიის მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, აღრიცხვა, ანალიზი და  რეგულირება; ბ) შენობის ენერგოეფექტურობის ნიშნულთან შესაბამისობა, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის დანაკარგის გამოვლენა და შენობის ან ობიექტის ტექნიკური მართვისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებსა და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირება, კომუნიკაცია და თავსებადობა.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობაში არსებული გათბობის სისტემა პერიოდულ ინსპექტირებას არ ექვემდებარება.

7.შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში, რომელიც შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს გადაეცემა. გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებსა და ინსპექტირებული სისტემის ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 2022 – 31 დეკ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51²19211116178¹891823637438 (მეორე)
მითითებამნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…საგზაო მოძრაობის შესახ…ადამიანის ორგანოთა გად…გარემოს დაცვის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა