„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 1. კანონის მიზნები
ამ კანონის მიზნებია: ა) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი ბარიერების/ დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა უპირატესად ენერგოეფექტურობის სარგებლიანობის გათვალისწინებით; ბ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით დადგენილი მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად; გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბება და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრა; დ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4310); ე) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ჩამოყალიბება ენერგიის დაზოგვის უზრუნველსაყოფად; ვ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, მისი კოორდინაციის, კონტროლის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
