Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 1

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო და მიზანი

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027
თემები:პლატფორმის შესაბამისობადაბინძურების კონტროლიენერგიის წარმოებატრანსპორტიდაბინძურების კონტროლიგანახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ეს კანონი ადგენს ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ვაჭრობის და ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემის, განაწილების, მიწოდების, შენახვისა და ვაჭრობის ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს გამართული, გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის ბაზრების შექმნის, გახსნის, განვითარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით.

2.ეს კანონი აწესრიგებს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მართვასა და ორგანიზებასთან, რეგულირებასთან, მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე თავისუფალ დაშვებასა და ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე ადგენს ტენდერის გამოცხადებასა და ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაციასთან, ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერირებასა და მათზე დაშვებასთან, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საჯარო მომსახურებასთან, მომხმარებელთა უფლებებთან და მათ დაცვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს.

3.ეს კანონი ადგენს ზომებს მიწოდების უსაფრთხოების ისეთი დონის დაცვის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების გამართულად ფუნქციონირებას. ეს კანონი ასევე ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება მიწოდების უსაფრთხოების პოლიტიკა, ბაზრის მონაწილეთა ვალდებულებები და მიწოდების უსაფრთხოების დაცვის პროცედურები, კონკურენტული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

4.ეს კანონი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს საქართველოს კანონმდებლობაში ევროპის კავშირის შემდეგი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გასათვალისწინებლად და ასამოქმედებლად: ა) 2009 წლის 13 ივლისის N2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/54/EC; ბ) 2009 წლის 13 ივლისის N714/2009(EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის სისტემებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC)N1228/2003; გ) 2006 წლის 18 იანვრის N2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ; დ) 2009 წლის 13 ივლისის N2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების დაწესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/55/EC; ე) 2009 წლის 13 ივლისის (EC)N715/2009 რეგულაცია ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC)N1775/2005; ვ) 2004 წლის 26 აპრილის N2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინება და ამოქმედება ხორციელდება ენერგეტიკული გაერთიანებისთვის დადგენილი ადაპტირებული სახით, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის შესაბამისად.

6.ბუნებრივი გაზისთვის, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზისთვის, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე ბიოგაზსა და ბიომასიდან მიღებულ გაზზე, ან სხვა სახეობის გაზზე, თუ ტექნიკურად შესაძლებელია ასეთი გაზის ბუნებრივი გაზის სისტემაში უსაფრთხოდ შეშვება და ტრანსპორტირება.

7.ეს კანონი ასევე ადგენს ბუნებრივი გაზის მწარმოებლებისთვის საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე მონაწილეობის პირობებს, რომლებიც მოიცავს აგრეთვე იმ მოთხოვნებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის წარმოებისმოწყობილობების გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელებთან მიერთებას, ბუნებრივი გაზის სისტემაზე დაშვებასა და ბუნებრივი გაზის ბაზარზე გაყიდვას.

8.ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზისა და სხვა ნახშირწყალბადების  ძებნა-ძიებაზე,  მოპოვებასა  და  დამუშავებაზე, ავტოგაზგასამართი სადგურების მეშვეობით ბუნებრივი გაზის რეალიზაციაზე, ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების მეშვეობით ელექტროტრანსპორტის დატენის მიზნით ელექტროენერგიის რეალიზაციაზე, აგრეთვე გაზის პროდუქტების წარმოებასა და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ბუნებრივი გაზის გადამუშავებას უკავშირდება.

9.ეს კანონი ასევე არეგულირებს წყალმომარაგებას და ადგენს მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების ზოგად ჩარჩოს.

10.ამ კანონის დებულებები არ ვრცელდება წყლის ზედაპირული ან მიწისქვეშა ობიექტიდან წყლის ამოღებაზე ან/და მოპოვებაზე.

11.ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამთავრობათაშორისო შეთანხმებიდან წარმოშობილ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ეხება სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანზიტს, ტრანსპორტირებასა და გაყიდვას, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე, ისე ამ ტერიტორიების მიღმა. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2025
შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბლოკჩეინის სამართლებრივი ჩარჩო2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული კომერციის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საერთაშორისო ინვესტორის პერსპექტივიდან ქართული ბაზრის ანალიზი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტელეკომუნიკაციების სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-12
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 2კანონის ამოცანები
  • 132ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციები
  • 101მიწოდების საქმიანობა

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 3კანონის მიზანი

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

სამშენებლო საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 1კანონის მიზანი

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 1კანონის მიზნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11311121321012111
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომერციის …ენერგოეფექტურობის შესა…ნავთობისა და გაზის შეს…სამეწარმეო საქმიანობის…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026