რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6¹. ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.ამბროლაურის დაცულ ლანდშაფტს მართავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შესაბამისად.

4.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის საბჭო (შემდგომ − საბჭო), რომელსაც ქმნის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.საბჭოს შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საბჭოს წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.საბჭოს შემადგენლობაში შედიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და ვრცელდება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

7.სახელმწიფოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და მისი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების მონიტორინგი და ანგარიშგება; გ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაკვირვების/მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ჩატარების ორგანიზება, მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის (ბიომრავალფეროვნება, დაცვა, მონიტორინგი, დაფინანსება და სხვა საკითხები) შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკის, ზღუდის, თავშესაფრისა და გზამკვლევის მოწყობა და სხვა) განხორციელების ორგანიზება; ზ) ამბროლაურის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

8.ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 6 მარ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4619618212219666686¹
მნიშვნელობით ახლოსმაჭახელას დაცული ლანდშ…არაგვის დაცული ლანდშაფ…ცივ-გომბორის დაცული ტე…ტანისა და თეძმის დაცულ…დაცული ტერიტორიების სი…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა