1.თამბაქოს მოწევა აკრძალულია: ა) ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა; ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა გემის ან სხვა სანაოსნო საშუალების ღია სივრცისა); ბ 1 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) მასში არასრულწლოვანის ყოფნისას; გ ) საგანმანათლებლო ( ზოგადსაგანმანათლებლო , უმაღლესი საგანმანათლებლო , პროფესიული საგანმანათლებლო ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებების , სხვა სასწავლო დაწესებულებების , ბიბლიოთეკების , მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების , ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა - ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე ( გარდა ამ მუხლის 1 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ), აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ; დ ) სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა - ნაგებობებში და ამ დაწესებულებების ტერიტორიებზე , გარდა ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და ამავე მუხლის 1 5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა ; ე) ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება; ვ) სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.
1¹.თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ა) ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის); ბ) თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; გ) ს აქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება); დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილისა); ე) სამორინეში; ე 1 ) სათამაშო აპარატების სალონში , რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით და რომელშიც განთავსებულია არანაკლებ 20 სათამაშო აპარატი ; ვ) აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, ამ მუხლის 1 3 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) წინასწარი დაკავების იზოლატორში; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში; ი ) პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა - ნაგებობაში მხოლოდ მსახიობის ან / და შემსრულებლის მიერ , სპექტაკლის ან / და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს , რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით . ამასთანავე , სპექტაკლის ან / და თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ .
1².სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან.
1³.აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
1⁴.პენიტენციურ დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
1⁵.უმაღლესი საგანმანათლებლო , პროფესიული საგანმანათლებლო , სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას ( ადგილებში ). აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიაზე ასეთი ადგილების რაოდენობა 3- ს არ უნდა აღემატებოდეს , ხოლო თითოეული ადგილის ფართობი 20 კვადრატულ მეტრზე მეტი არ უნდა იყოს .
2.(ამოღებულია - 17.05.2017, №859).
3.(ამოღებულია - 17.05.2017, №859).
4.(ამოღებულია - 17.05.2017, №859).
5.(ამოღებულია - 17.05.2017, №859).
6.(ამოღებულია - 17.05.2017, №859).
7.აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მისი მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით , სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით , მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით , გარდა ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრისა , ამ მუხლის 1 1 პუნქტის „ ი “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და „ რეკლამის შესახებ “ საქართველოს კანონის 8 2 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული , თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე - ან რადიორგოლის ჩვენებისა .
8.დაწესებულება (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტის ორგანო) ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ამ კანონით დადგენილი თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა; ბ) არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება; გ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში; ე) არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა.
9.საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მესაკუთრე/მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები და აღკვეთოს ამ წესების შეუსრულებლობის ფაქტები. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3121 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7015-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1349 – ვებგვერდი, 31.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ.

