აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 10. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სხვა ვალდებულებები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონით, აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა და სანებართვო პირობების შესრულება.

2.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აკვაკულტურის ობიექტში ნებისმიერი დაავადებული წყლის ორგანიზმის არსებობის შესახებ, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წყლის დაბინძურებისა და გარემოსა და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების სხვაგვარი გაუარესების თაობაზე.

3.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდების შემდეგ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მითითება ან რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

4.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, აკვაკულტურის ობიექტის განადგურებისა და დეზინფექციის ჩატარების ჩათვლით, რათა თავიდან აიცილოს დაავადების როგორც აკვაკულტურის კონსტრუქციაში, ისე აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გავრცელება.

5.აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

6.აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ წერილობით მიმართვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიაწოდოს მას აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია.

7.აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ნებართვის გამცემს ყოველწლიურად, 30 იანვრამდე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სანებართვო პირობების შესრულების, წლის განმავლობაში მოშენებული აკვაკულტურის ობიექტების (სახეობების მიხედვით) ოდენობების, აკვაკულტურის ობიექტების გამოზრდის ციკლის, სარეალიზაციო ზომების, მათთვის გამოყენებული საკვებისა და საკვები დანამატების ოდენობების (სახეობების მიხედვით) შესახებ. თავი IV. მარიკულტურა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონით, აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა და სანებართვო პირობების შესრულება. 2. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს აკვაკულტურის ობიექტში ნებისმიერი დაავადებული წყლის ორგანიზმის არსებობის შესახებ, აგრეთვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წყლის დაბინძურებისა და გარემოსა და წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების სხვაგვარი გაუარესების თაობაზე. 3. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდების შემდეგ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მითითება ან რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. 4. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, აკვაკულტურის ობიექტის განადგურებისა და დეზინფექციის ჩატარების ჩათვლით, რათა თავიდან აიცილოს დაავადების როგორც აკვაკულტურის კონსტრუქციაში, ისე აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გავრცელება. 5. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. 6. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ წერილობით მიმართვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიაწოდოს მას აკვაკულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაცია. 7. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ნებართვის გამცემს ყოველწლიურად, 30 იანვრამდე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სანებართვო პირობების შესრულების, წლის განმავლობაში მოშენებული აკვაკულტურის ობიექტების (სახეობების მიხედვით) ოდენობების, აკვაკულტურის ობიექტების გამოზრდის ციკლის, სარეალიზაციო ზომების, მათთვის გამოყენებული საკვებისა და საკვები დანამატების ოდენობების (სახეობების მიხედვით) შესახებ. თავი IV. მარიკულტურა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁴26¹⁰522586²231424 (დ…539222410
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს „წითელი ნუ…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა