საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26¹⁴. ნებართვის მფლობელის ვალდებულებები

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული მცენარის ნიმუშის ექსპორტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია: ა) მცენარის ნიმუშის მოპოვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში მითითებული მიწის ნაკვეთიდან; ბ) ნებართვის მიღებისა და მცენარის ნიმუშის მოპოვების შემდეგ ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთიდან ფაქტობრივად მოპოვებული აღნიშნული სახეობის რაოდენობა.

2.კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტის განმახორციელებელი საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია: ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს ექსპორტის ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ დამოწმებული ექსპორტის ნებართვის დედანი; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე წარუდგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში შეტანილ სახეობებთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (ხიზილალის წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა ბაზარზე რეალიზაცია; ხიზილალის წარმოების შემდეგ დარჩენილი ხორცის რეალიზაცია) თაობაზე; გ) განახორციელოს მხოლოდ კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი; დ) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების განხორციელების შემთხვევაში განხორციელებული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ე) მწარმოებელი მასალის მოპოვება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁷26¹⁰26¹¹522551412 (დ…405310926¹⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…ნარჩენების იმპორტის, ე…აკვაკულტურის შესახებსამხედრო და ორმაგი დან…ლიცენზიებისა და ნებართ…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა