აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 22. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის გამცემს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. აკვაკულტურის ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს 3 დღის ვადაში სანებართვო რეესტრში შეაქვს სათანადო ცვლილება და გასცემს სანებართვო მოწმობას.

2.(ამოღებულია - 26.06.2025, №796).

3.პირი, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვა გადაეცა, პასუხისმგებელია სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის.

4.აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ.

5.იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქონების მესაკუთრის თანხმობა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰2825⁹25322086²1481072022
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს „წითელი ნუ…სამრეწველო ემისიების შ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა