Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააკვაკულტურის შესახებმუხლი 9

აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 9. აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: ა) დაიცვას აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული პროდუქციის წარმადობის ზღვრული მოცულობები; ბ) უზრუნველყოს აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად ღონისძიებების განხორციელება; გ) განახორციელოს ღონისძიებები თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად; დ) მოაშენოს აკვაკულტურის ობიექტის ის სახეობა, რომელიც განსაზღვრულია აკვაკულტურის ნებართვით, და დაიცვას მისი ჩასმის სიმჭიდროვის მიმართ მოთხოვნები; ე) უზრუნველყოს წყლის ხარისხის სისტემატური მონიტორინგი და მოხმარებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩადინებამდე გაწმენდა; ვ) დაიცვას ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნები; ზ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა; თ) უზრუნველყოს სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე პირთა აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილზე დაშვება; ი) უზრუნველყოს თევზის დაავადების ან/და დაღუპვის, აკვაკულტურის ობიექტის გარემოში გაღწევის (გაქცევის) შემთხვევის შესახებ უფლებამოსილი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; აანაზღაუროს აკვაკულტურის ობიექტის გაქცევით გარემოსთვის მიყენებული ზიანი; კ) აწარმოოს და შეინახოს აკვაკულტურის საქმიანობის არეალში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებისა და სამკურნალო საშუალებების, წყლის ცხოველური ორგანიზმების მიღებისა და გადატანის შესახებ ჩანაწერები; ლ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს წარუდგინოს აკვაკულტურის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში და მის მიერ მოთხოვნილი, ამ ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემები და ჩანაწერები; მ) აკვაკულტურის კონსტრუქცია უზრუნველყოს მტაცებლისგან დამცავი ბადით, აგრეთვე უზრუნველყოს საზღვაო წყლებში ან წყალსატევში არსებულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში შუქურების განთავსება და მონიშვნების მოწყობა; ნ) შეასრულოს აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები; ო) შეასრულოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 50 მ 3 -მდე მოცულობის აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად დაადგინოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესი და შესაბამისი ვალდებულებები ან ამ  აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირი გაათავისუფლოს ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თევზაობის უფლებები და ნებართვებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აკვაკულტურის შესახებ

  • 10აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სხვა ვალდებულებები
  • 24აკვაკულტურის ნებართვის გაუქმება
  • 15საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 86²აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების წესების დარღვევა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 25ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
  • 24ნებართვის სახეები
  • 34¹ამ კანონის 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის შეჩერება

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი
  • 26¹¹ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14¹ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს წარუდგენს ამ კანონის შესაბამისად ნებართვის ან რეკომენდაციის მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციას.

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 17სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 22ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹⁰26¹¹22252434¹86²14¹102415179
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს „წითელი ნუ…სამხედრო და ორმაგი დან…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025