Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააკვაკულტურის შესახებმუხლი 2

აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში; ბ) ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, ზოგიერთი არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა; გ) აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის აკვაკულტურის კოლექტორი, ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა, აკვაკულტურის ობიექტის გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი; დ) აკვაკულტურის კოლექტორი − წყალსატევში უხერხემლოთა ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებლად და გამოსაზრდელად ჩაყენებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია, სხვა სახის კონსტრუქცია; ე) აკვაკულტურის სუბიექტი − პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად უფლება აქვს, განახორციელოს აკვაკულტურის საქმიანობა; ვ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა − წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა და განმეორებით გამოყენება; ზ) თევზსაშენი გალია − წყალსატევის გარკვეული სივრცე, რომელიც წყალგამტარი ბარიერითაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ არ ეხება. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე ტიპის ან დაძირული ტიპის. მოტივტივე ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია მხოლოდ წყლის ზედაპირზეა განლაგებული და წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდან და ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციას აქვს სიღრმის შეცვლის უნარი და ის წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია როგორც გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან; თ) თევზსაშენი ოჩხი − წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდანაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ ეხება; ი) მარიკულტურა − აკვაკულტურა საზღვაო წყლებში; კ) ჰიდრობიონტი − წყლის ცოცხალი ორგანიზმი (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყლის მცენარე, წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმი); ლ) ბუნებრივი საკვები ბაზა − წყლის ცხოველი და მცენარე, მათი ნარჩენი და დაშლის პროდუქტი, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტისთვის ბუნებრივი საკვებია; მ) ინტროდუქცია − ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმის იმ წყალსატევში ჩასახლება, სადაც ადრე ეს სახეობა არ ბინადრობდა, და ჩასახლებული სახეობის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციის შექმნა; ნ) დათევზიანება − წყალსატევში წყლის ცხოველური ორგანიზმის (მისი განვითარების ნებისმიერი სტადიის − ქვირითის, ლარვის, ლიფსიტისა და სხვა) მიზნობრივი გაშვება; ო) ხელოვნური აღწარმოება − ჰიდრობიონტისგან სასქესო პროდუქტის ხელოვნურად მიღება, კვერცხუჯრედის ხელოვნურად განაყოფიერება, ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედის კონტროლირებულ პირობებში ინკუბაცია, შთამომავლობის მიღება, სიცოცხლისუნარიან სტადიამდე გამოზრდა და შემდგომ მისი ბუნებრივ წყალსატევში გაშვებით წყლის ბიოლოგიური რესურსის ოდენობის შენარჩუნება ან/და გაზრდა; პ) აკვაკულტურის ობიექტი − ჰიდრობიონტი, რომელიც აკვაკულტურის სუბიექტის მიერ არის კულტივირებული; ჟ) უცხო სახეობა − წყლის ორგანიზმის ნებისმიერი სახეობა, რომელიც მკვიდრი არ არის და, როგორც წესი, საქართველოს წყლებში არ ბინადრობს; რ) ეკოსისტემა − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა; ს) გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა − ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოებისა და აკვაკულტურის სუბიექტების მიერ აკვაკულტურის მართვის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პერიოდული გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად ინფორმაციის (მონაცემების) ჩაწერასა და შენახვას; ტ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა − საზღვაო არეალი, რომელშიც აკვაკულტურის განვითარებას სხვა სახის სარგებლობის მიმართ უპირატესობა ენიჭება და რომელიც უმთავრესად აკვაკულტურისთვისაა განკუთვნილი; უ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, რომლის მიხედვით, ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებითი სანებართვო პირობების ან შეთანხმების დადასტურებას; ფ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ქ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ღ) ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა; ყ) წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია − სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, საზრდელი, ლარვებისა და წყალმცენარეთა სპორების შესაგროვებელი სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის, ხელოვნური რიფი).

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • თევზაობის უფლებები და ნებართვებისერვისის გვერდი
  • საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №6

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აკვაკულტურის შესახებ

  • 28აკვაკულტურის საქმიანობის ფარგლები
  • 1კანონის მოქმედების სფერო და მიზნები
  • 3აკვაკულტურის საქმიანობის რეგულირებისა და განხორციელების პრინციპები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 60თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზანი

ტურიზმის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 2—

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
234326028134232
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებწყლის რესურსების მართვ…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…სოფლის მეურნეობისა და …ცოცხალი გენმოდიფიცირებ…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025