აკვაკულტურის შესახებ

მუხლი 36. ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდებისა და ხელის შეწყობის ვალდებულება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას მიაწოდოს ინფორმაცია, დოკუმენტები, ნიმუშები და მასალები და გაუწიოს ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი სხვა სახის დახმარება.

2.ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს მისცეს ამ საქმიანობის განხორციელების ადგილზე შესვლისა და მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უფლება ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას მიაწოდოს ინფორმაცია, დოკუმენტები, ნიმუშები და მასალები და გაუწიოს ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი სხვა სახის დახმარება. 2. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს მისცეს ამ საქმიანობის განხორციელების ადგილზე შესვლისა და მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უფლება ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მუხლი 37. აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვითი მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები აკვაკულტურის საქმიანობის გარემოსდაცვით მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 ივლ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 8 თებ. 2022 – 4 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 ივლ. 2020 – 24 დეკ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17256013415 (დ…24 (დ…11 (დ…1393810936
მნიშვნელობით ახლოსაკვაკულტურის შესახებსაქართველოს გარემოს და…ენერგოეტიკეტირების შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…სურსათის/ცხოველის საკვ…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა