Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 17

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 17. აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:სააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაუძრავი ქონებიდან გამოსახლება და გადაცემაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისასმოძრავი ქონების გამოთხოვაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულებაპრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

2.ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.

3.აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით.

5.იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონებას ეხება, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე პენსიის მიმღებისა და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით მიღებული თანხიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლებიდან; ა.გ) სხვა პირებთან არსებული მოვალის ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

6.(ამოღებულია).

7.აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

8.თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება.

9.აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით.

10.აღსრულების მსვ ლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის.

11.აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც.

12.აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3648 - სსმ I, №44, 27.11.2006წ., მუხ.296 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3603 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №116 · ძალაშია 20 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 22

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 20 ნოე. 2023
  2. 28 ივლ. 2020
  3. 20 დეკ. 2019
  4. 13 თებ. 2019
  5. 6 აგვ. 2018

    მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტში პენსიიდან გადახდევინება პირდაპირ მოიცავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მიღებულ პენსიას; ა.ა) ქვეპუნქტში აცნობების წინადადება ახლებურად არის დალაგებული და „ადგილობრივი“ ამოღებულია თვითმმართველი ერთეულის ქონების აღწერიდან. დანარჩენი ცვლილებები სიტყვათა ფორმებს ეხება.

  6. 29 დეკ. 2015
  7. 1 სექ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  8. 6 ივნ. 2012

    მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტყობინების მიმღები და რეესტრში შეჩერების ჩანაწერის შემტანი/გამაუქმებელი ორგანო იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად ნოტარიუსთა პალატაა.

  9. 17 მაი. 2012
  10. 16 იან. 2012
  11. 1 აგვ. 2011· გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    მე-12 პუნქტში დღის აღმნიშვნელი ტერმინი „დასვენების დღე“ შეიცვალა „უქმე დღით“.

  12. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  13. 22 დეკ. 2010

    მე-10 პუნქტში გამოსაძახებელ პირთა წრე მოვალიდან სააღსრულებო წარმოების ყველა მხარემდე გაიზარდა და გამოძახების საფუძვლად დაემატა სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობა. ინფორმაცია ახლა ზეპირი და წერილობითია, ხოლო აუცილებლობის კრიტერიუმი აღსრულების მიზნებს უკავშირდება.

  14. 1 ოქტ. 2010· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010
  15. 1 აპრ. 2010· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    მე-12 პუნქტში სამუშაო საათებში დაწყებული მოქმედების გაგრძელების უფლება შეიცვალა ნებისმიერ დროს, მათ შორის დასვენების დღეს, მოქმედების განხორციელების უფლებით, როცა ეს აუცილებელია.

  16. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2008

    მე-6–მე-9 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა: დაემატა აღსრულების შეჩერების წესი ფულადი გადახდევინებისას, გაფართოვდა განმარტების ვალდებულება, დახმარების მიმღებ ორგანოებად დასახელდა აღსრულების პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, შეიცვალა აქტის შედგენის წესი და დაემატა მე-10 და მე-11 პუნქტები.

  17. 2 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009

    17 მუხლს დაემატა 12 პუნქტი, რომელიც აღმასრულებელს აძლევს უფლებას დაწყებული სააღსრულებო მოქმედება გააგრძელოს არასამუშაო საათებში ან მომდევნო სამუშაო დღეს.

  18. 1 ივლ. 2009· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008
  19. 27 ნოე. 2006

    მე-7 პუნქტში წინააღმდეგობის ან მოვალის არყოფნის შემთხვევაში მოქმედება გრძელდება ორი მოწმისა და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლის თანდასწრებით; მმართველობის ორგანოები ამოღებულია.

  20. 3 ივლ. 2001
  21. 16 დეკ. 2000

    შეიცვალა მე-2, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტები: აღმასრულებლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი, საბანკო ანგარიშებიდან საინკასოთი აღსრულება, სააღსრულებო პოლიციის მოწვევა და სხვა ბიუროს ტერიტორიაზე მოქმედების უფლება.

  22. 29 სექ. 1999

    მე-7 პუნქტიდან ამოღებულია სამინისტროს სააღსრულებო სამსახურებისადმი მიმართვა და დაზუსტდა დასწრების სუბიექტები; მე-9 პუნქტი ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 17¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ალიმენტის აღსრულება11 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებელი ხელმძღვანელის მომსახურების ხელშეკრულებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ალიმენტის გადახდევინების აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არარეგისტრირებადი მოძრავი ქონებიდან გადახდევინება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №133

  • 22 ცვლილება · ბოლო 20 ნოე. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 16 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14⁶მუხლი 14⁷მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 42მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევა
  • 14²აღსრულების პოლიციელი
  • 14²²აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი დაცვა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11²მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 35სამსახურის უფლებები და მოვალეობები

პენიტენციური კოდექსი

  • 21მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 164უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შესრულების სავალდებულოობა

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 21მცველის უფლება-მოვალეობანი

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)მოხელის უფლება-მოვალეობანი

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 73მოხელის მიერ განკარგულების შესრულების ვალდებულება
  • 74მოხელის მიერ გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპის დაცვის ვალდებულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 70ინფორმაციის მოთხოვნის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16414⁶14⁷314214²14²²2111²7073747 (და…352117
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დანაშაულის პრევენციის,…ფულის გათეთრებისა და ტ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ზოგადი ადმ…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026