Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამრეწველო ემისიების შესახებმუხლი 24

სამრეწველო ემისიების შესახებ

მუხლი 24. ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ESG შესაბამისობადაბინძურების კონტროლიმიმდინარე შესაბამისობაკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები, რომლის შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარუდგენს სააგენტოს, ამავე ნებართვით დადგენილ ვადაში.

2.ემისიების მონიტორინგის მოთხოვნები (მათ შორის, გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა) უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3.მონიტორინგის პერიოდულობას სააგენტო ადგენს საქმიანობის განმახორციელებლისთვის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ინდივიდუალურად ან ზოგად სავალდებულო წესებში. მიწისქვეშა წყლების პერიოდული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო ნიადაგის − სულ მცირე 10 წელიწადში ერთხელ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მონიტორინგი დაბინძურების რისკის სისტემატურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

4.სააგენტო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე აქვეყნებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის: ა) სააგენტოსთვის წარდგენილ ემისიის მონიტორინგის შედეგებს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესაბამისად; ბ) ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ (საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში).

5.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმებიდან 5 წლის განმავლობაში შეინახოს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა.

6.ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების დარღვევაა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობები, რომლის შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარუდგენს სააგენტოს, ამავე ნებართვით დადგენილ ვადაში. 2. ემისიების მონიტორინგის მოთხოვნები (მათ შორის, გაზომვის მეთოდოლოგია, სიხშირე, შეფასების პროცედურა) უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. მონიტორინგის პერიოდულობას სააგენტო ადგენს საქმიანობის განმახორციელებლისთვის ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ინდივიდუალურად ან ზოგად სავალდებულო წესებში. მიწისქვეშა წყლების პერიოდული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო ნიადაგის − სულ მცირე 10 წელიწადში ერთხელ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მონიტორინგი დაბინძურების რისკის სისტემატურ შეფასებაზეა დაფუძნებული. 4. სააგენტო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე აქვეყნებს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის: ა) სააგენტოსთვის წარდგენილ ემისიის მონიტორინგის შედეგებს, ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესაბამისად; ბ) ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის მიერ ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ (საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში). 5. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაუქმებიდან 5 წლის განმავლობაში შეინახოს ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა. 6. ამ მუხლით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების დარღვევაა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №792 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 25

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ESG შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაბინძურების კონტროლის ნებართვებისერვისის გვერდი
  • მდგრადი განვითარების შესაბამისობასერვისის გვერდი
  • სამრეწველო საქმიანობის ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №4

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2025
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 25ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  პირობების შესრულების კონტროლი
  • 17ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა
  • 19ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაში ცვლილების შეტანა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 35¹ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა
  • 51²სათბურის აირების ემისიების მონიტორინგი, ანგარიშგება და დამოწმება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 23არსებული ნაგავსაყრელი
  • 24ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება
  • 25ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 11განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 39 (დანართი 1)მიწისქვეშა წყლების დაცვა და ნაგავსაყრელის სტრუქტურა
  • 36 (დანართი 1)კონტროლის და მონიტორინგის გეგმის მიზანი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 306³„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306³35¹51²23242539 (დ…36 (დ…112225171924
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების მართვის კოდ…გარემოსდაცვითი შეფასებ…ნაგავსაყრელის მოწყობის…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026