„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 36 (დანართი 1). კონტროლის და მონიტორინგის გეგმის მიზანი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კონტროლის და მონიტორინგის გეგმის მიზანია ნაგავსაყრელის ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის განმავლობაში მონიტორინგის მინიმალური მოთხოვნების დაწესება შემდეგი საკითხების შესამოწმებლად: ა) ნაგავსაყრელზე განსათავსებლად მიიღება ისეთი ნარჩენები, რომლებიც შეესაბამება აღნიშნული ნაგავსაყრელის კატეგორიისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს; ბ) ნაგავსაყრელზე ოპერირების პროცესები მიმდინარეობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად; გ)  გარემოსდაცვითი სისტემა გამართულად ფუნქციონირებს; დ) სრულდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები.

2.მონიტორინგის ღონისძიებები უნდა მოიცავდეს იმ მინიმალურ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია ნარჩენებთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ქმედებების, მათ შორის, ზედა და ქვედა საფენების და გამონაჟონისა და აირების შემკრები სისტემების ფუნქციონირების (იმ შემთხვევებში, სადაც ეს სისტემები აუცილებელია) საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და კონტროლისათვის.

3.გარემოსა და მისი პარამეტრების საკონტროლო ინდიკატორების მონიტორინგი ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად.

4.მონიტორინგის შედეგები უნდა წარედგინოს სააგენტოს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით დადგენილი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2212239 (და…11 (და…11 (დ…40 (დ…1 (და…21 (დ…3 (და…2436 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…სამრეწველო ემისიების შ…კომპანიის ნარჩენების მ…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა