ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 16. ვალდებულება ფასთან მიმართებით

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.შესწავლა  შეიძლება  წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გარეშე შეჩერდეს ან შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი  წერილობითი ფორმით აიღებს ნებაყოფლობით ვალდებულებას (შემდგომ − ვალდებულება), გადახედოს შესწავლის ობიექტის დადგენილ ფასს ან შეწყვიტოს შესწავლის ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტი, და ვალდებულების ანალიზის შედეგად შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ მისი მიღება აღმოფხვრის დემპინგური იმპორტით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

2.ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  ვალდებულების თანახმად,  შესწავლის ობიექტის გაზრდილი ფასი დემპინგურ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ფასი დემპინგურ ზღვარზე დაბალი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ზრდა საკმარისია დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

3.ვალდებულების აღება ექსპორტიორს შეიძლება შესთავაზოს შესწავლის ორგანომ, მაგრამ ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღება ნებაყოფლობითია. ის გარემოება, რომ ექსპორტიორს არ შესთავაზებენ ვალდებულების აღებას ან ის არ აიღებს ვალდებულებას, არ აბრკოლებს შემთხვევის განხილვას. შესწავლის ორგანო თვითონ განსაზღვრავს, რომ დემპინგური იმპორტის გაგრძელების შემთხვევაში იარსებებს ზიანის მიყენების საფრთხე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
73163¹13⁶1571² (დ…62491671732116
მითითებამნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს საბაჟო კოდ…სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს საგადასახა…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა