Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკავაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებმუხლი 15

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 15. წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023
თემები:პერსონალური ინვესტიციატოკენომიკა და დიზაინიჯანმრთელობის მონაცემებისაარბიტრაჟო სტრატეგიაDeFi პროტოკოლის შექმნა და მხარდაჭერა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების შემდგომ: ა) ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად დაიწყო შესწავლის ობიექტის შესწავლა, ამის შესახებ გაკეთდა საჯარო შეტყობინება და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა თანაბარი შესაძლებლობა, წარმოედგინა ინფორმაცია და კომენტარები; ბ) შესწავლის ორგანომ შესწავლის პროცესში დაადგინა, რომ დემპინგურმა იმპორტმა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანი მიაყენა ან შექმნა მისთვის ზიანის მიყენების საფრთხე; გ) შესწავლის ორგანომ დაადგინა, რომ ასეთი ღონისძიება აუცილებელია, რათა შესწავლის პერიოდში თავიდან იქნეს აცილებული დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენება ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შექმნა.

2.შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი  წინასწარი დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობა შემოიღებს წინასწარ ანტიდემპინგურ ღონისძიებას. ეს ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნეს შესწავლის დაწყების დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.

3.წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობა წინასწარ გაანგარიშებულ დემპინგურ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

4.წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი გამოყენებული უნდა იქნეს  შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, ან, შესწავლის ორგანოს გადაწყვეტილებით, იმ ექსპორტიორთა თხოვნის საფუძველზე, რომლებიც წარმოადგენენ ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილს, – იმ პერიოდით, რომელიც არ აღემატება 6 თვეს. შესწავლის მიმდინარეობისას, როდესაც შესწავლის ორგანო განიხილავს, არის თუ არა ტარიფი უფრო დაბალი, ვიდრე დემპინგური სხვაობა, საკმარისია თუ არა იგი ზიანის აღმოსაფხვრელად, აღნიშნული პერიოდები შეიძლება 9 თვემდე გაგრძელდეს.

5.წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის  სახით გადახდილი თანხა არ  გადაირიცხება  საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტში  სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

6.საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარ ანტიდემპინგურ ტარიფზე დაბალი სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 90 დღის ვადაში უბრუნდება გადამხდელს, ხოლო დარჩენილი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7.საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 90 დღის ვადაში უბრუნდება გადამხდელს.

8.წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება შეიძლება შემოღებულ იქნეს აგრეთვე უზრუნველყოფის ფორმით − ნაღდი ფულის დეპოზიტის ან გარანტიის სახით, რომელიც შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ანტიდემპინგურ ტარიფს და არ აღემატება წინასწარ შეფასებულ დემპინგურ ზღვარს.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • Vesting-ის და სუპლაის განრიგის სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტომატიზებული მარკეტ-მეიკერის (AMM) მექანიკის შემუშავებასერვისის გვერდი
  • სავაჭრო დაცვის პროცედურებისერვისის გვერდი
  • Dollar Cost Averaging (DCA) გეგმის დაყენებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-11-29 · №1

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 20

მიუთითებენ მასზე

მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

  • 19სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადა და მისი გადახედვა
  • 5ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების, გადახედვის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
  • 18სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 137დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენება
  • 106ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების გამოყენება
  • 158ექსპორტის პროცედურის გამოყენება

კონკურენციის შესახებ

  • 16უფლებამოსილი ორგანო და მისი ორგანიზება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 47წინასწარი გადაწყვეტილება
  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 10პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენა და შეზღუდვების შემოღება

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 5პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47129¹13⁶161013710615852041951815
მითითებამნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს საბაჟო კოდ…კონკურენციის შესახებსაქართველოს საგადასახა…ნარჩენების მართვის კოდ…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ნოე. 2023