Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადასაქმების ხელშეწყობის შესახებმუხლი 15

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 15. შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება არის ისეთი დასაქმება, როდესაც დამსაქმებელი იღებს მატერიალურ სარგებელს − შრომის ანაზღაურების სუბსიდიას იმ სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით, რომელიც არის: ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ სარეიტინგო ქულაზე ნაკლებია; გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი; ვ) სხვა პირი, რომელსაც საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს.

2.დამსაქმებელს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე მიმართოს სააგენტოს, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით ან არანაკლებ 9 თვის ვადით დადებას სთავაზობს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/პირობებს: ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს; ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას; გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას; დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს; ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას.

4.შრომის ანაზღაურების სუბსიდია არის 1 კალენდარული თვის განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 50 პროცენტით დაფინანსება.

5.შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით.

6.დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება.

7.შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება არის ისეთი დასაქმება, როდესაც დამსაქმებელი იღებს მატერიალურ სარგებელს − შრომის ანაზღაურების სუბსიდიას იმ სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით, რომელიც არის: ა) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ სარეიტინგო ქულაზე ნაკლებია; გ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი; ვ) სხვა პირი, რომელსაც საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს. 2. დამსაქმებელს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე მიმართოს სააგენტოს, თუ იგი სამუშაოს მაძიებელს შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით ან არანაკლებ 9 თვის ვადით დადებას სთავაზობს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს მაძიებლისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას/პირობებს: ა) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს; ბ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას; გ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას; დ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს; ე) ხელშეკრულების ხანგრძლივობას. 4. შრომის ანაზღაურების სუბსიდია არის 1 კალენდარული თვის განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 50 პროცენტით დაფინანსება. 5. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას, იდება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით. 6. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს, თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში, დამსაქმებლის ინიციატივით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება. 7. შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსი და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №6

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 14დასაქმება
  • 35დაცული სამუშაო ადგილი
  • 24დასაქმების შესაძლებლობის შეფასება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 36დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება
  • 41შრომის ანაზღაურების ფორმა, ოდენობა და გაცემის დრო
  • 31შვებულების ხანგრძლივობა

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 5შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 1)შრომის ანაზღაურება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 12დაქირავებით მუშაობა
  • 101ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹³მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 11შრომა და დასაქმებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³121013641317 (და…51114352415
მნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს შრომის კოდ…საჯარო დაწესებულებაში …ადმინისტრაციული ხელშეკ…საქართველოს საგადასახა…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026