Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 6

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 6. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ნოე. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს გორის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

3.ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის სათათბირო ორგანოს (საბჭოს).

4.სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება სათათბირო ორგანოს (საბჭოს) დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.

6.სახელმწიფოს მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, შენარჩუნება, აღდგენა, დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შემუშავება; გ) მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ორგანიზება, დაკვირვებით მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ მოხსენების რეგულარულად მომზადება; ე) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრების, გზამკვლევების მოწყობისა და სხვა) ორგანიზება; ზ) ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4 4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 14 ნოე. 2022

  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 1კანონის რეგულირების სფერო
  • 8ტანის აღკვეთილის ტერიტორიის მართვა

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები
  • 1კანონის რეგულირების სფერო

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 8ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6¹ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 46თუშეთის
  • 45თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46452391861665186¹86
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ტანისა და თეძმის დაცულ…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…მაჭახელას დაცული ლანდშ…ცივ-გომბორის დაცული ტე…არაგვის დაცული ლანდშაფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 14 ნოე. 2022 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026