„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 4. მიწოდების ზოგადი პირობები

რედაქცია №14 კონსოლიდირებული · 31 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შესთავაზოს მიწოდება და დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2.მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესების მოთხოვნათა დაცვით.

3.მომხმარებელი უფლებამოსილია, შეარჩიოს მიმწოდებელი, დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებით და მიიღოს მიწოდების მომსახურება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

4.მომხმარებელს უფლება აქვს, ამ წესებით დადგენილი პირობებით, შეცვალოს მიმწოდებელი. დაუშვებელია, მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელებისას.

5.მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები.

6.ამ წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს მიწოდების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია მომხმარებლისათვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ამ წესებით.

7.დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის დავალდებულება, გადაიხადოს მომსახურების საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასური ან გადასახდელი, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8.დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი მოთხოვნის წაყენება, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან ან/და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მათ შორის, შესაბამისი წერილობითი თანხმობის გარეშე, ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.11.2021 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
623211031061047119494
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტროენერგიის საცალო…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომერციის …ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №14 · ბოლოს შემოწმდა