გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
მუხლი 49. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შედეგები
1.სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით ამოქმედდება მორატორიუმი ამ კანონით დადგენილი წესით.
2.რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტიდან აკრძალულია გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა.
3.რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მომენტიდან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი და დასაშვებად ცნობილი განცხადების განხილვა უნდა შეჩერდეს რეაბილიტაციის საკითხზე განჩინების გამოტანამდე.
4.სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას დაუყოვნებლივ უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად.
5.
